დ. ძაგნიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№478
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 08/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №478

2009 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

დ. ძაგნიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ  კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

„საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანო­ნის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქარ­თველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონ­მდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე: „სა­ქარ­თველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმია­ნობის წესის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფ­რთხო­­ების შე­სახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შე­ტა­ნის თაო­ბაზე”, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქარ­თვე­ლოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სურსათისა და თამბაქოს შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილე­ბების შეტანის თაობაზე”, „გაზომვათა ერთიანობის უზრუნ­ველ­ყო­ფის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლი­ლე­ბების შეტა­ნის თაობაზე”, „პროდუქციის და მომსახუ­რების სერ­ტი­ფი­კაციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილე­ბე­ბის შეტანის თაობაზე”, „წიაღის შესახებ” საქარ­თველოს კანონ­ში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „საქარ­თველოს საჰა­ერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, „საქარ­თვე­ლოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შე­ტანის შესა­ხებ”, „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილე­ბების შე­ტანის თაობაზე”, „საქართველოს საბიუჯეტო სის­ტემის შე­სახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაო­ბაზე”, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ„ საქართვე­ლოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „მკაცრი აღ­რიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლი­ლების შეტანის თაობაზე”, „სააღსრულებო წარმოე­ბათა შე­სახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაო­ბაზე”, „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითა­რე­ბის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლი­ლებების შეტანის თაობაზე”, „უმაღლესი განათლების შესა­ხებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებე­ბის შეტანის თაობაზე”, „საქართველოს „წითელი ნუს­ხისა” და „წითელი წიგნის” შესახებ” საქართველოს კანონში ცვლი­­ლებების შეტანის თაობაზე”, „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შე­­ტანის თაობაზე”, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მი­­წის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაც­ვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზი­ანის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლი­­­­ლების შეტანის თაობაზე”, „ვეტერინარიის შესახებ” საქარ­თველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „მავ­ნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ” საქართვე­ლოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სა­ზოგა­დოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „სასოფლო-სამე­ურნეო კარანტინის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლი­ლების შეტანის თაობაზე”, „იურიდიული დახმარების შესა­ხებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თა­ობა­ზე”, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კა­ნონ­ში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილე­ბე­ბის შეტანის შესახებ”, „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვ­ნული არქივის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლი­ლებების შეტანის თაობაზე”, „ტრანსპორტის სფეროს მარ­თვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კა­ნონ­ში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „საქართველოს საზ­ღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „კო­მერ­ციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კა­ნონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ფასიანი ქაღალ­დების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შე­ტანის თაობაზე”, „საქართველოს მოქალაქეთა და საქარ­თვე­ლოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პას­პორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და „გეოდეზიური და კარ­ტოგრაფიული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კა­ნონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს პარ­ლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსე­ნებლად დაი­ნიშნოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ძაგნიძე.

 

   პრემიერ-მინისტრი                          ნიკა გილაური