საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №142
2008 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში 2008 წლის 2-4 აპრილს დაგეგმილი NATO-ს სამიტის გამართვასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ თვალსაჩინო მასალის მომზადებისა და განთავსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოუყოს 4 500 (ოთხი ათას ხუთასი) ევროს ეკვივალენტი ლარი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე