სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №163
2008 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად პრივატიზაციის პროცესის ეფექტიანად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით ნება დაერთოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2008 წლის ბოლომდე ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განახორციელოს შემდეგ სამუშაოთა და/ან მომსახურებათა შესყიდვა:
ა) საპრივატიზაციო ობიექტების აზომვის სამუშაოები (ტოპოგეოდეზიური ნახაზების, საკადასტრო რუკების დამზადება, შენობა-ნაგებობათა და მიწის ნაკვეთების ტექნიკური პასპორტისა და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის დამზადება);
ბ) საპრივატიზაციო ობიექტების აუდიტორული შეფასება.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.03.2008.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე“?
- „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე“ მიღებულია 27.03.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №163. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.03.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე“, №163, 27.03.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.03.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2107029/