სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №112
2009 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე
1. „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა-თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ“ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის 2007 წლის 7 თებერვალს გაფორმებული შეთანხმების მე-3 მუხლიდან გამომდინარე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის, მარაბდიდან კარწახის მიმართულებით თურქეთის საზღვრამდე, დერეფანში მოხვედრილი კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის პროცესის ეფექტიანად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით ნება დაერთოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განახორციელოს ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის, მარაბდიდან კარწახის მიმართულებით თურქეთის საზღვრამდე, დერეფანში მოხვედრილი კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.02.2009.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე“?
- „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე“ მიღებულია 18.02.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №112. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.02.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე“, №112, 18.02.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.02.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2221029/