მესტიის მუნიციპალიტეტისა და მულახის თემის განვითარებისათვის საჭირო რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№773
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021300
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №773

2016 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

მესტიის მუნიციპალიტეტისა და მულახის თემის განვითარებისათვის საჭირო რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“, „კ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს მესტიის მუნიციპალიტეტის, მათ შორის, მულახის თემის (11 სოფელი: ჭოლაში, არცხელი, ზარდლაში, ლახირი, მაჯვდიერი, მურშკელი, ჟაბეში, ჟაამუში, ღვებრა, ჩვაბიანი და ცალდაში) განვითარებისათვის ამ განკარგულების დანართში წარმოდგენილი დასაგეგმარებელი ტერიტორიების საორიენტაციო საზღვრებში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავების უზრუნველყოფა.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყონ, ხოლო მესტიის მუნიციპალიტეტს ეთხოვოს ამავე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განთავსებული დასაგეგმარებელი ტერიტორიის საზღვრებში მდებარე უძრავი ქონების კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება, მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების სრულყოფის მიზნით.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

დანართი