თვითმმართველ ქალაქ თელავის განვითარებისათვის რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1398
2017 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
თვითმმართველ ქალაქ თელავის განვითარებისათვის რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“, „კ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს თვითმმართველ ქალაქ თელავის განვითარებისათვის ამ განკარგულების დანართში წარმოდგენილი დასაგეგმარებელი ტერიტორიების საორიენტაციო საზღვრებში ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავება.
2. ეთხოვოს თვითმმართველ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტს, ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე შემუშავებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შესაბამისად, თვითმმართველ ქალაქ თელავის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცება.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყონ, ხოლო თვითმმართველ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტს ეთხოვოს, დასაგეგმარებელი ტერიტორიის საზღვრებში მდებარე უძრავი ქონების კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება, მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების სრულყოფის მიზნით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თვითმმართველ ქალაქ თელავის განვითარებისათვის რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „თვითმმართველ ქალაქ თელავის განვითარებისათვის რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.07.2017.
- როდის იქნა მიღებული „თვითმმართველ ქალაქ თელავის განვითარებისათვის რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“?
- „თვითმმართველ ქალაქ თელავის განვითარებისათვის რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ მიღებულია 06.07.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1398. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.024116.
- სად არის „თვითმმართველ ქალაქ თელავის განვითარებისათვის რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.07.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „თვითმმართველ ქალაქ თელავის განვითარებისათვის რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“, №1398, 06.07.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024116 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3740837/