ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თუშეთის განვითარებისათვის საჭირო რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№799
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021326
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №79 9

2016 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თუშეთის განვითარებისათვის საჭირო რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“, „კ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს ახმეტის მუნიციპალიტეტის, მათ შორის, თუშეთის განვითარებისათვის ამ განკარგულების დანართში წარმოდგენილი დასაგეგმარებელი ტერიტორიების საორიენტაციო საზღვრებში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავება.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყონ, ხოლო ახმეტის მუნიციპალიტეტს ეთხოვოს ამავე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განთავსებული დასაგეგმარებელი ტერიტორიის საზღვრებში მდებარე უძრავი ქონების კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება, მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების სრულყოფის მიზნით.

პრემიერ-მინისტრი    გიორგი კვირიკაშვილი

დანართი

Description: C:\Users\akopaleishvili\AppData\Local\Microsoft\Windows\Temporary Internet Files\Content.Outlook\NWMU2I9P\akhmeta tusheti ruka 13 04 16.png