სარკინიგზო გადაზიდვის ტარიფის გაანგარიშებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწონებისა და მასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1049
2015 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
სარკინიგზო გადაზიდვის ტარიფის გაანგარიშებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწონებისა და მასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის (შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ და შპს „ქართული ცემენტი“) 2015 წლის 1 იანვრიდან მომდევნო 3 (სამი) წლის განმავლობაში დედოფლისწყაროდან რუსთავამდე კირქვის რკინიგზით გადაზიდვის ტარიფის გაანგარიშების, შესაბამისი კურსის დაფიქსირებისა და კურსთა შორის სხვაობის სახით, 2015 წლის 1 იანვრიდან გადახდილი თანხის სს „საქართველოს რკინიგზის“ ანგარიშზე, შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“/შპს „ქართული ცემენტის“ (ტვირთგამგზავნი ან ტვირთმიმღები) აქტივის სახით ასახვის თაობაზე.
2. დაევალოს სს „საპარტნიორო ფონდს“, უზრუნველყოს სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სარკინიგზო გადაზიდვის ტარიფის გაანგარიშებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწონებისა და მასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სარკინიგზო გადაზიდვის ტარიფის გაანგარიშებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწონებისა და მასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.05.2015.
- როდის იქნა მიღებული „სარკინიგზო გადაზიდვის ტარიფის გაანგარიშებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწონებისა და მასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე“?
- „სარკინიგზო გადაზიდვის ტარიფის გაანგარიშებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწონებისა და მასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე“ მიღებულია 25.05.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1049. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019220.
- სად არის „სარკინიგზო გადაზიდვის ტარიფის გაანგარიშებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწონებისა და მასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.05.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სარკინიგზო გადაზიდვის ტარიფის გაანგარიშებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწონებისა და მასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე“, №1049, 25.05.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019220 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.05.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2858676/