საქართველოს რკინიგზით ქვანახშირის გადაზიდვის სპეციალური საშეღავათო სატარიფო განაკვეთის გაგრძელების შესახებ ინფორმაციის მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1029
2013 წლის 2 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს რკინიგზით ქვანახშირის გადაზიდვის სპეციალური საშეღავათო სატარიფო განაკვეთის გაგრძელების შესახებ ინფორმაციის მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია – შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასათვის” ქვანახშირის გადაზიდვის სპეციალური საშეღავათო სატარიფო განაკვეთის გაგრძელების თაობაზე დადგენილი შპს „საქართველოს რკინიგზასა“ და შპს „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსს“, შპს „კავკასიატრანსს”, შპს „საქცემენტს” შორის 2008 წლის 25 მარტის Nსგდ/08-010 შეთანხმებით (ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით).
2. ეთხოვოს სს „საპარტნიორო ფონდს“ შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასათვის“ (ტვირთგამგზავნი ან ტვირთმიმღები) ქვანახშირის გადაზიდვის სპეციალური საშეღავათო სატარიფო განაკვეთის ერთი წლით გაგრძელების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს რკინიგზით ქვანახშირის გადაზიდვის სპეციალური საშეღავათო სატარიფო განაკვეთის გაგრძელების შესახებ ინფორმაციის მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს რკინიგზით ქვანახშირის გადაზიდვის სპეციალური საშეღავათო სატარიფო განაკვეთის გაგრძელების შესახებ ინფორმაციის მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.08.2013.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს რკინიგზით ქვანახშირის გადაზიდვის სპეციალური საშეღავათო სატარიფო განაკვეთის გაგრძელების შესახებ ინფორმაციის მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე“?
- „საქართველოს რკინიგზით ქვანახშირის გადაზიდვის სპეციალური საშეღავათო სატარიფო განაკვეთის გაგრძელების შესახებ ინფორმაციის მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე“ მიღებულია 02.08.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1029. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საქართველოს რკინიგზით ქვანახშირის გადაზიდვის სპეციალური საშეღავათო სატარიფო განაკვეთის გაგრძელების შესახებ ინფორმაციის მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.08.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს რკინიგზით ქვანახშირის გადაზიდვის სპეციალური საშეღავათო სატარიფო განაკვეთის გაგრძელების შესახებ ინფორმაციის მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე“, №1029, 02.08.2013, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.08.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2227127/