საქართველოს რკინიგზით ქვანახშირის გადაზიდვის სპეციალური საშეღავათო სატარიფო განაკვეთის გაგრძელების შესახებ ინფორმაციის მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№646
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016962
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №646

 2014 წლის 10 აპრილი

 ქ. თბილისი

საქართველოს რკინიგზით ქვანახშირის გადაზიდვის სპეციალური საშეღავათო სატარიფო განაკვეთის გაგრძელების შესახებ ინფორმაციის მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია – შპს „საქართველოს რკინიგზასა“ და შპს „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსს“, შპს „კავკასიატრანსს“, შპს „საქცემენტს“ შორის 2008 წლის 25 მარტის Nსგდ/08-010 შეთანხმებით შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასათვის“ დადგენილი ქვანახშირის გადაზიდვის სპეციალური საშეღავათო სატარიფო განაკვეთის გაგრძელების თაობაზე.

2. ეთხოვოს სს „საპარტნიორო ფონდს“, შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასათვის“ (ტვირთგამგზავნი ან ტვირთმიმღები) ქვანახშირის გადაზიდვის სპეციალური საშეღავათო სატარიფო განაკვეთის ერთი წლით გაგრძელების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

პრემიერ-მინისტრი                                                                           ირაკლი ღარიბაშვილი