ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა გატარების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განკარგულება №2191
2017 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ა) „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების პოლიტიკის სახელმძღვანელო − ჩარჩოდოკუმენტისა და განსახლების სამოქმედო გეგმის მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №247 განკარგულებით მოწონებულ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების პოლიტიკის სახელმძღვანელო − ჩარჩოდოკუმენტსა და განსახლების სამოქმედო გეგმაში იმპლემენტატორ ორგანიზაციად ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული გარე მონიტორინგისა და განხორციელების შემდგომი ანგარიშის ნაწილში (თავები: 9.2 და 9.3) განისაზღვრება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
ბ) „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების პოლიტიკის სახელმძღვანელო − ჩარჩოდოკუმენტისა და განსახლების სამოქმედო გეგმის მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №247 განკარგულებით მოწონებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების პოლიტიკის სახელმძღვანელო − ჩარჩოდოკუმენტითა და განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული განსახლებისა და პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის მიერ მიწის ნაკვეთის გათავისუფლების განხორციელების ვადა განისაზღვრება 2017 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.
2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.