მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2307
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018206
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2307

2014 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101   მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულების შესაბამისად, მიეცეთ უფლება ახმეტის მუნიციპალიტეტს - პანკისის ხეობაში, მდ. ალაზანზე, ნაპირდამცავი ქვის ჯებირების მოწყობისა და სოფელ დუისის სპორტდარბაზის შენობის რეაბილიტაციისათვის; თელავის მუნიციპალიტეტს - სოფ. იყალთოს ცენტრში სკვერის მოწყობისათვის; დუშეთის მუნიციპალიტეტს - ქ. დუშეთში, ყოფილი სამუსიკო სკოლის სარემონტო სამუშაოებისათვის; მცხეთის მუნიციპალიტეტს - სოფელ ქანდაში, სასმელი წყლის ჭაბურღილის და რეზერვუარის მოწყობისა და სოფ. მამკოდაში (ხოდაბუნების დასახლებაში), სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისათვის; ყაზბეგის მუნიციპალიტეტს - დაბა სტეფანწმინდაში, კულტურის სახლის მშენებლობისა და სოფელ სნოში, საბავშვო ბაღის ინვენტარით აღჭურვისათვის; ცაგერის მუნიციპალიტეტს - ქ. ცაგერში, კეჭნარის ღელის რეაბილიტაციისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს - სოფელ მუხათში (ფაბრიკის დასახლება), საკანალიზაციო სისტემის სამშენებლო სამუშაოებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                           ი . ღარიბაშვილი