შპს „დტს ჯგუფის” სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №702
2008 წლის 24 ოქტომბერი
ქ. თბილისი
შპს „დტს ჯგუფის” სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჭრებალოში, ხიდიკარსა (ბიჭაშვილების უბანი) და ღვიარაში მდ. რიონის ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოების შესასრულებლად სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 (სამი) თვით გათავისუფლდეს შპს „დტს ჯგუფი“ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელოს 25 000 მ3 ინერტული მასალის – ლოდნარის მოპოვების სამუშაოები მდ. ლუხუნის ხეობის ზედა ნაწილში, ბაიოსის ვულკანოგენური ქანების წყებაში შემდეგ X და Y კოორდინატების საზღვრებში:
| № | X | Y |
| 1. | 354607 | 4713494 |
| 2. | 354636 | 4713480 |
| 3. | 354601 | 4713407 |
| 4. | 354572 | 4713421 |
| S = 0,25 ჰა | ||
| WGS 1984 UTM ZONE 38N | ||
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე