საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო მიმოსვლის გამარტივებასთან დაკავშირებულღონისძიებათა თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №707
2008 წლის 27 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო მიმოსვლის გამარტივებასთან დაკავშირებულღონისძიებათა თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს მოქალაქეთა იმ კატეგორიების თანდართული ნუსხა, რომელთა მიმართ საქართველო-ევროკავშირის სავიზო მიმოსვლის გამარტივების ხელშეკრულებით მიზანშეწონილია გავრცელდეს სავიზო შეღავათები.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ე. ტყეშელაშვილი) და შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა ევროპულ მხარესთან სავიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების წარმოებისას იხელმძღვანელონ ზემოაღნიშნული ნუსხით.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
დანართი
საქართველოს მოქალაქეთა კატეგორიების ნუსხა, რომელთა მიმართ მიზანშეწონილია გავრცელდეს სავიზო შეღავათები
1. ოფიციალური დელეგაციების წევრები და მათი თანმხლები პირები, რომლებიც ოფიციალური მოწვევის თანახმად მონაწილეობენ შეხვედრებში, კონსულტაციებში, მოლაპარაკებებში თუ გაცვლით პროგრამებში, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწყობილ ღონისძიებებში;
2. სხვადასხვა პროფესიული სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო გამოფენებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, სემინარებსა და სხვა მსგავსი სახის ღონისძიებებში, რომლებიც იმართება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე;
3. კერძო სამეწარმეო სექტორის და ორგანიზაციების წარმომადგენლები;
4. მძღოლები, რომლებიც მათივე ქვეყანაში დარეგისტრირებული ტრანსპორტით ახორციელებენ საერთაშორისო გადაზიდვებს (ტვირთი/მგზავრები) ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე;
5. მატარებლებისა და ლოკომოტივების ეკიპაჟის, თვითმფრინავისა და გემის ეკიპაჟის წევრები, რომლებსაც უწევთ საერთაშორისო რეისებით გადაადგილება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე;
6. ჟურნალისტები;
7. ის პირები, რომლებიც მონაწილეობენ სამეცნიერო, კულტურულ და სახელოვნებო, საუნივერსიტეტო თუ სხვა გაცვლით პროგრამებში, მათ შორის, დიასპორისა და სათვისტომოების წარმომადგენელთა მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
8. მოსწავლეები, სტუდენტები, დოქტორანტები და მათი თანმხლები მასწავლებლები, რომლებიც მიემგზავრებიან სასწავლებლად და საგანმანათლებლო ტრეინინგებზე, გაცვლითი თუ სხვა სასწავლო პროგრამების ჩათვლით;
9. პროფესორ-მასწავლებლები;
10. საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილენი და მათი თანმხლები პირები;
11. დამეგობრებული ქალაქებისა თუ სხვა მუნიციპალიტეტების მიერ ორგანიზებული ოფიციალური გაცვლითი პროგრამების მონაწილეები;
12. ახლო ნათესავები – მეუღლე, შვილები (მათ შორის, ნაშვილები), მშობლები (მათ შორის, მეურვეები), ბებია-ბაბუები, შვილიშვილები, და-ძმები, დეიდა-ბიძები, დეიდაშვილ-ბიძაშვილები, რომლებიც სტუმრობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრებ ნათესავებს;
13. სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელებიც მიემგზავრებიან სასწავლო ტრეინინგებზე, სემინარებზე, კონფერენციებზე, მათ შორის, გაცვლითი პროგრამების ფარგლებში;
14. პირები, რომლებიც ესწრებიან დაკრძალვის ცერემონიალს;
15. პირები, რომლებიც მიემგზავრებიან ძმათა და სამოქალაქო სასაფლაოების მოსანახულებლად;
16. სამკურნალო მიზნებით მიმავალი მგზავრები და მათი თანმხლები პირები;
17. ადგილობრივი აღმასრულებელი და არჩევითი ორგანოების წარმომადგენლები;
18. ეროვნული და ადგილობრივი აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი (საკანონმდებლო) ორგანოების, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების, ეროვნული ბანკის საბჭოს, ეროვნული მარეგულირებელი კომისიების წევრები, კონტროლის პალატის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები;
19. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე მოქმედ სასამართლოებში მოწმის სტატუსით გამოძახებული პირები;
20. პენსიონერები;
21. უნარშეზღუდული პირები და მათი თანმხლები პირები;
22. პირები 18 წლამდე ან მეურვეობის ქვეშ მყოფი პირები 21 წლამდე.