დიდგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2013 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, საჯარო დაწესებულების მიერ ყოველი წლის 10 დეკემბრამდე წარსადგენი

ანგარიში

2013                    წლის განმავლობაში

 

1.    დაწესებულებაში შემოვიდა3 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, რომელიც  დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილების მიმღები - დიდგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ლოდია.

2.    სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

3.    მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე არ შემოსულა,

4.    საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ მოთხოვნაზე უარი არ გაცემულა, შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის შესახებ დაწესებულების გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა,

5.    საჯარო მოსამსახურეთა მიერ  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელი არ დადებულა,

6.       დაწესებულებას არ გაუწევია ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, ასევე, ინფორმაციისგაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები.

7.    დიდგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში არსებობს საჯარო მონაცემთა შემდეგი ბაზები

 

         დაწესებულების ხარჯთაღრიცხვის ნუსხა;

         დაწესებულების მოსამსახურეთა ბაზა;

         შემოსული/გასული წერილები;

         ინფორმაცია რესურსცენტრის და სამოქმედო ტერუტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის შესახებ;

         საჯარო და კერძო სკოლების შესახებ არსებული საჯარო ინფორმაციათა ბაზები;

         სკოლების საშტატო განრიგები და სატარიფიკაციო სიები;

         სამეურვეო საბჭოების შესახებ ინფორმაციული ბაზა;

         სკოლის დირექტორების დანიშვნა/გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბაზა;

         ინფორმაცია ექსტერნატის ფორმით გამოცდაზე დარეგისტრირებული პირების შესახებ;

         მონაცემები სკოლების მიერ არჩეული სახელმძღვანელოების შესახებ;

         ინფორმაცია სკოლების მიერ იჯარით გაცემული ფართების შესახებ;

         მონაცემები ეროვნული ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილე სკოლების შესახებ;

         მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ვაუჩერების და სერთიფიკატების გაცემის რეესტრი;

         ინფორმაცია საჯარო სკოლებში მოსწავლეთათვის სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ;

         ინფორმაცია პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული პედაგოგების შესახებ;

ინფორმაცია ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართული სკოლების/მოსწავლეების შესახებ.

8.    დიდგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ შეგროვებული, დამუშავებული, შენახული და გადაგზავნილია  ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შესახებ

რესურსცენტრი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, აგროვებს, ამუშავებს და ინახავს პერსონალურ მონაცემებს რესურსცენტრის მოსამსახურეთა და რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების ადმინისტრაციის, მასწავლებელთა და მოსწავლეთა შესახებ.

2013  წლის განმავლობაში შეგროვებულ და დამუშავებულ იქნა შემდეგი მონაცემები:

         მონაცემები სასერთიფიკაციო გამოცდაზე გასვლის მსურველების შესახებ მათი რეგისტრაციის მიზნით;

         სერთიფიცირებული პედაგოგების შესახებ მონაცემები მათთვის დანამატის გადაცემის უზრუნველსაყოფად;

         მონაცემები ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების ფარგლებში;

         მონაცემები პრეზიდენტის პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში;

         მასწავლებლობის მაძიებლობის კანდიდატთა შესახებ მონაცემები მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის განხორციელების უზრუნველსაყოფად;

         მონაცემები მოსწავლეთა შესახებ მათთვის ბუკების გადაცემის უზრუნველყოფის მიზნით;

         მონაცემები ექსტერნების შესახებ ექსტერ ნატის ფორმით გამოცდებზე მათი რეგისტრაციის მიზნით;

         მონაცემები მე-12 კლასელების შესახებ CAT-ის გამოცდების ჩატარების უზრუნველსაყოფად;

         მონაცემები სკოლების სამეურვეო საბჭოების  შესახებ მათი წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის, სხვა წევრით ჩანაცვლების, ასევე სამეურვეო საბჭოს არჩევნების/რიგგარეშე არჩევნების შედეგების რეგისტრაციის უზრუნველყოფის მიზნით;

         მონაცემები სპეციალური საჭიროების მქონე მე-12 კლასის მოსწავლეების შესახებ, საატესტატო გამოცდაზე მათთვის სპეციალური პირობების შექმნის მიზნით;

         მონაცემები სკოლების მოსწავლეთა მართვის ელექტრონულ ბაზაში დასარეგისტრირებელი ან დარეგისტრირებული მოსწავლეების შესახებ, შესაბამისად, მათი დარეგისტრირების ან რეგისტრაციიდან მოხნის უზრუნველსაყოფად;

         მონაცემები მოქალაქეების შესახებ, სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგად/პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მათი სწავლის, შესაბამისი ზოგადი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების ან/და მათზე ატესტატის/დიპლომის/სერთიფიკატის გაცემის დადასტურების მიზნით;

         მონაცემები მოქალაქეების შესახებ, პროფესიულ პროგრამებზე მათი რეგისტრაციის მიზნით;

         მონაცემები მოსწავლეების შესახებ,  რომელთაც დაძლიეს საბაზო და საშუალო საფეხური, მათთვის შესაბამისი ატესტატის გადაცემის უზრუნველსაყოფად.

პერსონალური მონაცემების გაცემა ხდება მხოლოდ კანონით მკაცრად/პირდაპირ დადგენილი წესით, ფორმით, ფარგლებსა და შემთხვევებში.

რესურსცენტრის უფროსი,

ხათუნა ლოდია