ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კოდექსის დებულების შესრულების თაობაზე
2013 წლის განმავლობაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 62 განცხადება. აღნიშნული განცხადებები სრულად იქნა დაკმაყოფილებული.
- საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ შემოსულა;
- 2013 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა ადმინისტრაციული წესით. აგრეთვე გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა ზემდგომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით;
- 2013 წლის განმავლობაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა 10 ლარი;
- საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემის გაცემის თაობაზე მოთხოვნა არ დაფიქსირებულა;
- საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნის დარღვევის ფაქტი და დისციპლინარული სახდელის დადების შემთხვევა 2013 წლის განმავლობაში არ შემდგარა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის
გამგებელი ვ. ალიბეგაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიში“?
- დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.12.2013.
- როდის იქნა მიღებული „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიში“?
- „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიში“ მიღებულია 05.12.2013. მიმღები ორგანო — ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
- სად არის „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.12.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო დაწესებულების ანგარიში „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიში“, 05.12.2013 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2111487/