აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ანგარიში

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№012/1033
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის

ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის მე-3 თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით

 

ა) მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 48 განაცხადი, ხოლო საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. ყველა განაცხადზე პასუხი გაცემულია;

ბ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა;

გ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და შესაბამისად, პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელები არ დადებულა;

დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისი 49-ე მუხლის „ზ“ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ რამდენადაც მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა, აქედან გამომდინარე, ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯებისა და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე არ მოგვეპოვება.

 

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის

მოვალეობის შემსრულებელი:                                      მ. კვიტაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ანგარიში“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2013.
როდის იქნა მიღებული „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ანგარიში“?
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ანგარიში“ მიღებულია 10.12.2013. მიმღები ორგანო — აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა. დოკუმენტის ნომერი — №012/1033.
სად არის „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ანგარიში“, №012/1033, 10.12.2013 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2133970/