მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№7880
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად  და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ  მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ანგარიშს:

ა) მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით  შემოსულია 30 განაცხადი, ხოლო საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე, მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოთხოვნა არ შემოსულა;

ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დაკმაყოფილდა 29 მოთხოვნა, ხოლო ნაწილობრივ  დაკმაყოფილებულ იქნა ერთი მოთხოვნა;

გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე, მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოთხოვნა არ შემოსულა;

დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და შესაბამისად, პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელები არ დადებულა;

ე) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას, მუნიციპალიტეტის გამგეობა ეყრდნობოდა საქართველოს კანონს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა;

ზ) რამდენადაც მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ინფორმაციის დამუშავება-გაცემასთან და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ არ გასაჩივრებულა, ამდენად არ არსებობს გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები  და მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები.

მცხეთის მუნიციპალიტეტის

გამგებელი                                                                                              გივი გიუტაშვილი