ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-19/1148
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ანგარიში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2013  წელს შემოსულ საჯარო ინფორმაცის

მოთხოვნაზე რეაგირების  მდგომარეობის შესახებ

 

 საქართველოს კანონის ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49–ე მუხლის მოთხოვნათა საფუძველზე წარმოგიდგენთ ანგარიშს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საანგარიშო პერიოდში შემოსულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე რეაგირების მდგომარეობის შესახებ.

 მოგახსენებთ, რომ  საკრებულოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე რეაგირება  საქართველოს კანონის ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნათა დაცვით მიმდინარეობდა, სულ შემოსულია  35 წერილობითი განცხადება 2 ერთეულით მეტი გასული წლის შესაბამის პერიოდთან დაკავშირებით.

 ანალიზით ირკვევა რომ მიმდინარე წელს იმატა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მომართვებმა, რომლებიც ძირითადად ითხოვდნენ  საკრებულოსა და

საკრებულოს აპარატის სტრუქტურისა და აქ დასაქმებულ საჯარო მოხელეთა საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტში მოქმედ საინფორმაციო საშუალებათა წარმომადგენლების მომართვებს ისინი ძირითადად მოითხოვდნენ  საკრებულოსა და ბიუროს სხდომებზე განსახილველ საკითხთა სამართლებრივი აქტების პროექტებს.

აგრეთვე ცალკეული ორგანიზაციების მხრიდან  იკვეთებოდა ინტერესი   მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ საჯარო ინფორმაციების მიწოდების თაობაზე.

 ყველა ინფორმაცია გაცემულია კანონით დადგენილ ვადებში და საანგარიშო პერიოდში მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                   კ. გოგსაძე

                

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.12.2013.
როდის იქნა მიღებული „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში“?
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში“ მიღებულია 05.12.2013. მიმღები ორგანო — ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო. დოკუმენტის ნომერი — №01-19/1148.
სად არის „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.12.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში“, №01-19/1148, 05.12.2013 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2154319/