თვითმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
49-ე მუხლით განსაზღვრული თვითმართველი
ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
ა ნ გ ა რ ი შ ი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის საფუძველზე ქალაქ ქუთაისის საკრებულოში, მ/წლის მანძილზე, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსულია 105 წერილობითი მომართვა და განცხადება, რომელთაგან 7 დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა ქალაქის მერიას.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე წერილობითი მოთხოვნა არ შემოსულა.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ, საკრებულოში შემოსულ ყველა წერილობით მომართვასა და განცხადებაზე გაცემულია შესაბამისი პასუხი. ამდენად, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.
საჯარო მოსამსახურეთა მიერ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
მ/წელს საკრებულოს მიერ, საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
საკრებულოს თავმჯდომარე თ. მარგველაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თვითმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში“?
- დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „თვითმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.12.2013.
- როდის იქნა მიღებული „თვითმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში“?
- „თვითმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში“ მიღებულია 12.12.2013. მიმღები ორგანო — თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „თვითმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.12.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო დაწესებულების ანგარიში „თვითმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში“, №0, 12.12.2013 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2124030/