მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ანგარიში

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№7880
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად  და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ  მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ანგარიშს:

ა) მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით  შემოსულია 30 განაცხადი, ხოლო საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე, მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოთხოვნა არ შემოსულა;

ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დაკმაყოფილდა 29 მოთხოვნა, ხოლო ნაწილობრივ  დაკმაყოფილებულ იქნა ერთი მოთხოვნა;

გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე, მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოთხოვნა არ შემოსულა;

დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და შესაბამისად, პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელები არ დადებულა;

ე) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას, მუნიციპალიტეტის გამგეობა ეყრდნობოდა საქართველოს კანონს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა;

ზ) რამდენადაც მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ინფორმაციის დამუშავება-გაცემასთან და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ არ გასაჩივრებულა, ამდენად არ არსებობს გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები  და მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები.

მცხეთის მუნიციპალიტეტის

გამგებელი                                                                                              გივი გიუტაშვილი

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ანგარიში“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.12.2013.
როდის იქნა მიღებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ანგარიში“?
„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ანგარიში“ მიღებულია 09.12.2013. მიმღები ორგანო — მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა. დოკუმენტის ნომერი — №7880.
სად არის „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.12.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ანგარიში“, №7880, 09.12.2013 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2111878/