ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ანგარიში
სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ 2013 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე
2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრში“ სულ რეგისტრირებულია 10 იურიდიული პირის განცხადება, შემოსული საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წერილებზე თანდართვით და 1 მოქალაქის განცხადება.
სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ მიერ, საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილ იქნა პასუხი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსადმი საჯარო ინფორმაციის 10 მოთხოვნაზე და მოქალაქის 1 განცხადებაზე.
საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ უარის თქმის თაობაზე სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ მიერ 2013 წელს არცერთი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.
სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ უფროსის 2013 წლის 29 ნოემბრის №80 ბრძანების შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და ელექტრონული ფორმით გაცემის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია, ცენტრის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მათავარი საქმის მწარმოებლის მოვალეობის შემსრულებელი ასმათ ჯელია. 2013 წლის 29 ნოემბრის №81 ბრძანების შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ეკა კალაძე.
,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N219 დადგენილების დანართის მე-2 ნაწილის 2.4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ 2013 წლის 10 დეკემბრის ანგარიში პროაქტიურად გამოქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე WWW.cync.ge საჯარო ინფორმაციის განყოფილებაში.