ვაკე–საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2013 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ვაკე–საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2013 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, საჯარო დაწესებულების მიერ ყოველი წლის 10 დეკემბრამდე წარსადგენი

ანგარიში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს ტერიტორიული ორგანო – ვაკე–საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49–ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით წარმოგიდგენთ 2013 წლის ანგარიშს.

მოგახსენებთ, რომ 2013 სამუშაო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს ტერიტორიული ორგანო – ვაკე–საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხრიდან დაცული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ის მოთხოვნები, რომლებიც ეხება საჯარო  ინფორმაციის მომზადების, დამუშავების, გავრცელების, შენახვის და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებს.

1.
დაწესებულებაში შემოვიდა 6 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, რომელიც  დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილების მიმღები - ვაკე–საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა მაჭარაშვილი.

2.
მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე არ შემოსულა,3.
საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ მოთხოვნაზე უარი არ გაცემულა, შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის შესახებ დაწესებულების გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა,4.
საჯარო მოსამსახურეთა მიერ  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელი არ დადებულა,5.
დაწესებულებას არ გაუწევია ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, ასევე, ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები.

ვაკე–საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში არსებობს საჯარო მონაცემთა შემდეგი ბაზები:

დაწესებულების ხარჯთაღრიცხვის ნუსხა;

დაწესებულების მოსამსახურეთა ბაზა;

შემოსული/გასული წერილები;

ინფორმაცია რესურსცენტრის და სამოქმედო ტერუტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის შესახებ;

საჯარო და კერძო სკოლების შესახებ არსებული საჯარო ინფორმაციათა ბაზები;

სკოლების საშტატო განრიგები და სატარიფიკაციო სიები;

სამეურვეო საბჭოების შესახებ ინფორმაციული ბაზა;

სკოლის დირექტორების დანიშვნა/გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბაზა;

ინფორმაცია ექსტერნატის ფორმით გამოცდაზე დარეგისტრირებული პირების შესახებ;

მონაცემები სკოლების მიერ არჩეული სახელმძღვანელოების შესახებ;

ინფორმაცია სკოლების მიერ იჯარით გაცემული ფართების შესახებ;

მონაცემები ეროვნული ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილე სკოლების შესახებ;

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ვაუჩერების და სერთიფიკატების გაცემის რეესტრი;

ინფორმაცია საჯარო სკოლებში მოსწავლეთათვის სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ;

ინფორმაცია პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული პედაგოგების შესახებ;

ინფორმაცია ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართული სკოლების/მოსწავლეების შესახებ.

ვაკე–საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ შეგროვებული, დამუშავებული, შენახული და გადაგზავნილია  ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შესახებ

რესურსცენტრი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, აგროვებს, ამუშავებს და ინახავს პერსონალურ მონაცემებს რესურსცენტრის მოსამსახურეთა და რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების ადმინისტრაციის, მასწავლებელთა და მოსწავლეთა შესახებ.

2013  წლის განმავლობაში შეგროვებულ და დამუშავებულ იქნა შემდეგი მონაცემები:

მონაცემები სასერთიფიკაციო გამოცდაზე გასვლის მსურველების შესახებ მათი რეგისტრაციის მიზნით;

სერთიფიცირებული პედაგოგების შესახებ მონაცემები მათთვის დანამატის გადაცემის უზრუნველსაყოფად;

მონაცემები წარჩინებულ კურსდამთავრებულთა (ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა) შესახაებ;

მონაცემები პრეზიდენტის პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში;

მასწავლებლობის მაძიებლობის კანდიდატთა შესახებ მონაცემები მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის განხორციელების უზრუნველსაყოფად;

მონაცემები მოსწავლეთა შესახებ მათთვის ბუკების გადაცემის უზრუნველყოფის მიზნით;

მონაცემები ექსტერნების შესახებ ექსტერნატის ფორმით გამოცდებზე მათი რეგისტრაციის მიზნით;

მონაცემები მე-12 კლასელების შესახებ CAT-ის გამოცდების ჩატარების უზრუნველსაყოფად;

მონაცემები სკოლების სამეურვეო საბჭოების  შესახებ მათი წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის, სხვა წევრით ჩანაცვლების, ასევე სამეურვეო საბჭოს არჩევნების/რიგგარეშე არჩევნების შედეგების რეგისტრაციის უზრუნველყოფის მიზნით;

მონაცემები სპეციალური საჭიროების მქონე მე-12 კლასის მოსწავლეების შესახებ, საატესტატო გამოცდაზე მათთვის სპეციალური პირობების შექმნის მიზნით;

მონაცემები სკოლების მოსწავლეთა მართვის ელექტრონულ ბაზაში დასარეგისტრირებელი ან დარეგისტრირებული მოსწავლეების შესახებ, შესაბამისად, მათი დარეგისტრირების ან რეგისტრაციიდან მოხნის უზრუნველსაყოფად;

მონაცემები მოქალაქეების შესახებ, სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგად/პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მათი სწავლის, შესაბამისი ზოგადი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების ან/და მათზე ატესტატის/დიპლომის/სერთიფიკატის გაცემის დადასტურების მიზნით;

მონაცემები მოქალაქეების შესახებ, პროფესიულ პროგრამებზე მათი რეგისტრაციის მიზნით;

მონაცემები მოსწავლეების შესახებ,  რომელთაც დაძლიეს საბაზო და საშუალო საფეხური, მათთვის შესაბამისი ატესტატის გადაცემის უზრუნველსაყოფად.

პერსონალური მონაცემების გაცემა ხდება მხოლოდ კანონით მკაცრად/პირდაპირ დადგენილი წესით, ფორმით, ფარგლებსა და შემთხვევებში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს ტერიტორიული ორგანო – ვაკე–საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ დაცულია მის ხელთ არსებული საჯარო ინფორმაციების შენახვის, თავისუფალი გაცნობისა და ხელმისაწვდომობის კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები.

ვაკე

საბურთალოს

რაიონის

საგანმანათლებლო

რესურსცენტრის

უფროსი

ხათუნა

მაჭარაშვილი