ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ანგარიში
ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში არსებული საჯარო მონაცემთა ბაზები
დაწესებულების ხარჯთაღრიცხვის ნუსხა;
დაწესებულების მოსამსახურეთა ბაზა;
შემოსული/გასული წერილები;
ინფორმაცია რესურსცენტრის და სამოქმედო ტერუტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის შესახებ;
საჯარო და კერძო სკოლების შესახებ არსებული საჯარო ინფორმაციათა ბაზები;
სკოლების საშტატო განრიგები და სატარიფიკაციო სიები;
სამეურვეო საბჭოების შესახებ ინფორმაციული ბაზა;
სკოლის დირექტორების დანიშვნა/გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბაზა;
ინფორმაცია ექსტერნატის ფორმით გამოცდაზე დარეგისტრირებული პირების შესახებ;
მონაცემები სკოლების მიერ არჩეული სახელმძღვანელოების შესახებ;
ინფორმაცია სკოლების მიერ იჯარით გაცემული ფართების შესახებ;
მონაცემები ეროვნული ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილე სკოლების შესახებ;
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ვაუჩერების და სერთიფიკატების გაცემის რეესტრი;
ინფორმაცია საჯარო სკოლებში მოსწავლეთათვის სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ;
ინფორმაცია პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული პედაგოგების შესახებ;
ინფორმაცია ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართული სკოლების/მოსწავლეების შესახებ.
მასწავლებლობის მაძიებლების მონაცემთა ბაზა.
ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების და შენახვის შესახებ
რესურსცენტრი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, აგროვებს, ამუშავებს და ინახავს პერსონალურ მონაცემებს რესურსცენტრის მოსამსახურეთა და რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების ადმინისტრაციის, მასწავლებელთა და მოსწავლეთა შესახებ.
2013 წლის განმავლობაში შეგროვებულ და დამუშავებულ იქნა შემდეგი მონაცემები:
მონაცემები სასერ ტ იფიკაციო გამოცდაზე გასვლის მსურველების შესახებ მათი რეგისტრაციის მიზნით;
სერტიფიცირებული პედაგოგების შესახებ მონაცემები მათთვის დანამატის გადაცემის უზრუნველსაყოფად;
მონაცემები ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების ფარგლებში;
მონაცემები პრეზიდენტის პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში;
მასწავლებლობის მაძიებლობის კანდიდატთა შესახებ მონაცემები მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის განხორციელების უზრუნველსაყოფად;
მონაცემები მოსწავლეთა შესახებ მათთვის ბუკების გადაცემის უზრუნველყოფის მიზნით;
მონაცემები ექსტერნების შესახებ ექსტერ ნატის ფორმით გამოცდებზე მათი რეგისტრაციის მიზნით;
მონაცემები მე-12 კლასელების შესახებ CAT-ის გამოცდების ჩატარების უზრუნველსაყოფად;
მონაცემები სკოლების სამეურვეო საბჭოების შესახებ მათი წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის, სხვა წევრით ჩანაცვლების, ასევე სამეურვეო საბჭოს არჩევნების/რიგგარეშე არჩევნების შედეგების რეგისტრაციის უზრუნველყოფის მიზნით;
მონაცემები სპეციალური საჭიროების მქონე მე-12 კლასის მოსწავლეების შესახებ, საატესტატო გამოცდაზე მათთვის სპეციალური პირობების შექმნის მიზნით;
მონაცემები სკოლების მოსწავლეთა მართვის ელექტრონულ ბაზაში დასარეგისტრირებელი ან დარეგისტრირებული მოსწავლეების შესახებ, შესაბამისად, მათი დარეგისტრირების ან რეგისტრაციიდან მოხნის უზრუნველსაყოფად;
მონაცემები მოქალაქეების შესახებ, სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგად/პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მათი სწავლის, შესაბამისი ზოგადი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების ან/და მათზე ატესტატის/დიპლომის/სერთიფიკატის გაცემის დადასტურების მიზნით;
მონაცემები მოქალაქეების შესახებ, პროფესიულ პროგრამებზე მათი რეგისტრაციის მიზნით;
მონაცემები მოსწავლეების შესახებ, რომელთაც დაძლიეს საბაზო და საშუალო საფეხური, მათთვის შესაბამისი ატესტატის გადაცემის უზრუნველსაყოფად.
პერსონალური მონაცემების გაცემა ხდება მხოლოდ კანონით მკაცრად/პირდაპირ დადგენილი წესით, ფორმით, ფარგლებსა და შემთხვევებში.
მონაცემები საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის და გაცემის შესახებ
2013 წლის განმავლობაში დაწესებულებაში შემოვიდა:
1. 5 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
2. მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე არ შემოსულა.
3. საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ მოთხოვნაზე უარის თქმის გადაწყვეტილება არ მიღებულა;
4. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის შესახებ დაწესებულების გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა;
5. საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელი არ დადებულა;
6. დაწესებულებას არ გაუწევია ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, ასევე, ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები.
ძველი თბილისის რაიონის
საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი
ეკატერინე ხუციშვილი