ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში
საქართველოს ,,ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის მე–3 თავის 49-ე მუხლის შესაბამისად 2013 წლის განმავლობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 102 (ას ორი) განცხადება. აღნიშნულ პერიოდში დაწესებულებაში არ შემოსულა განცხადება ისეთი ინფორმაციის მოთხოვნაზე, რომლის გაცემაზეც საკრებულოს ეთქვას უარი.
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიულ საკითხთა განყოფილების მთავარი სპეციალისტის დავით ჭანტურიას მიერ.
გაცემული საჯარო ინფორმაციის რაოდენობა არის 102 (ას ორი), აქედან ფიზიკურ პირებზე გაიცა 70 (სამოცდაათი), იურიდიულ პირებზე – 42 (ორმოცდაორი). 2013 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დახურული სხდომა არ ჩატარებულა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსი საჯარო მოსამსახურეთა მიერ ,,საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის“ დარღვევისა და საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სასჯელის დადების ფაქტს ადგილი არ ქონია.