სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ წლიურ ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ წლიურ ანგარიში

(2013 წლის 1 იანვრიდან 10 დეკემბრამდე)

სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“  საანგარიშო წლის განმავლობაში თავის საქმიანობას ახორციელებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოთხოვნათა ფარგლებში,  საჯარო ინფორმაციის თავისუფლების პრინციპის დაცვის შესაბამისად.

საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნები ძირითადად შეეხებოდა ცენტრის ბიუჯეტის შესრულების ანაგრიშს, გაცემული პრემიების რაოდენობას, საშტატო ნუსხას,  დასაქმებულ/გათავისუფლებულთა თანამშრომელთა შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა ჭრილში, მასწავლებელთა ვაკანსიების საიტზე განთავსებული განცხადებებს, სერტიფიცირების გამოცდაზე დარეგისტრირებულ/სერტიფიცირებულ მასწავლებელთა რაოდენობას,  ქართული ენის სწავლების პროგრამის განხორციელების შედეგებს  ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში და სხვა.საჯარო ინფორმაციის გაცემისას დაცული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული ვადები.

2013 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით ცენტრში შემოსულია სულ 9 (ცხრა) განცხადება/წერილი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ. აქედან, სრულად დაკმაყოფილდა 6 (ექვსი) განცხადება; 1 (ერთი) წერილი გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე; 1 (ერთი) წერილი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რადგან ინფორმაციის ნაწილი შეეხებოდა საკითხს, რომლის დამუშავება არ ხდება ცენტრის მიერ;  ხოლო 1 (ერთის) შემთხვევაში მიღებულია გადაწყვეტილება ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, მოქალაქის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის არარსებობის გამო.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანაშემწე, თამარ დაუშვილი.

ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისა და შესაბამისი პირების მიმართ დისციპლინარული ღონისძიებების გამოყენებას ადგილი არ ჰქონია.

ცენტრი საჯარო ინფორმაციაზე უარის თქმისას ხელმძღვანელობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს არ დაკისრებია.