საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს
ანგარიში
ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე
2013 წელი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 100 განცხადება.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ 91 განცხადება დაკმაყოფილდა, მათ შორის 3 განცხადების საფუძველზე ინფორმაციის გაცემა განხორციელდა ნაწილობრივ, ვინაიდან განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ იყო დაცული სამინისტროში. ოთხ შემთხვევაში, ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს ეთქვა უარი, ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავდა სხვა პირთა პერსონალურ მონაცემებს, სამინისტროში არ იყო მსგავსი მონაცემები დაცული, ან მოთხოვნილი ინფორმაცია დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენის გამო სისხლისსამართლებრივ დევნასთან. ხოლო 5 განცხადება მიმდინარე ეტაპზე განხილვის პროცესშია.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელის დაკისრების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი ითქვა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის, 44-ე მუხლის და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებების შესაბამისად.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებების მიმღები საჯარო მოსამსახურეა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჯაჯანიძე.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები (მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები) არ გაუწევია.