სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - იუსტიციის უმაღლესი სკოლა
ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ - 2013 წლის 10 დეკემბერი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის იუსტიციის უმაღლესი სკოლის საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ, 2013 წლის ანგარიში გაეგზავნა, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს პრემიერ მინისტრს.
1. მონაცემები საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის შესახებ
2013 წელს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ შემოსულია 7 განცხადება (მომართვა). აქედან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესითა და ვადებში, 6 შემთხვევაში განცხადება სრულად დაკმაყოფილდა და გაიცა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად, ერთი განცხადება რეაგირებისათვის გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.
2. ინფორმაცია კოლეგიური ორგანოს სხდომათა დახურვის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, დახურულად გამოცხადდა დამოუკიდებელი საბჭოს 2013 წლის 2 ოქტომბრის სხდომა, რომელზეც განხილული იქნა იუსტიციის მსმენელთა პერსონალური მონაცემები.
3. ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და გაცემის შესახებ „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სკოლის ფუნქციებიდან გამომდინარე, საანგარიშო პერიოდში, სასწავლო პროცესის განმავლობაში დამუშავდა იუსტიციის 24 მსმენელის შესახებ პერსონალური მონაცემები. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 371 მუხლის შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატს გადაეცა იუსტიციის ორი მსმენელის პერსონალური მონაცემები.
4. ინფორმაცია თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ
საანგარიშო პერიოდში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომლების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის და შესაბამისად დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევები არ ყოფილა.
5. მონაცემები ინფორმაციის გაცემაზე უარის გასაჩივრების შემთხვევების შესახებ
საანგარიშო პერიოდში, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული ყველა განცხადება დაკმაყოფილდა, შესაბამისად არ ყოფილა ინფორმაციის გაცემაზე უარის გასაჩივრების შემთხვევები.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის 2013 წლის ანგარიში“?
- დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის 2013 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2013.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის 2013 წლის ანგარიში“?
- „სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის 2013 წლის ანგარიში“ მიღებულია 10.12.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის 2013 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის 2013 წლის ანგარიში“, №0, 10.12.2013 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2115463/