ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2017 წლის ანგარიში ინფორმაციის საჯაროობის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2017 წლის ანგარიში ინფორმაციის საჯაროობის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) 2017 წლის ანგარიშს.

1. ცენტრში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 35 განაცხადი, მათ შორის ფიზიკური პირის 10 განცხადება და იურიდიული პირის 25 წერილი. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით ცენტრისთვის არ მოუმართავთ. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნა დაკმაყოფილდა 34 შემთხვევაში, 1 მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

2. საჯარო ინფორმაციის გაცემის 1 მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნულ შემთხვევაში ინფორმაციის ნაწილზე გაცემის უარი დასაბუთებული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის და „პაციენტთა უფლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის ნაწილის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული არ ყოფილა.

3. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე 14 გადაწყვეტილება მიღებულია ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მაკა გვარამიას მიერ, 14 გადაწყვეტილება - ცენტრის დირექტორის მაკა გვარამიას მიერ და 7 გადაწყვეტილება - ცენტრის დირექტორის მოადგილის ირაკლი ბერეკაშვილის მიერ.

4. პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის და გაცემის დროს ცენტრი ხელმძღვანელობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით და „პაციენტთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით.

5. ცენტრის თანამშრომლების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის და პასუხისგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დაკისრების არცერთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2017 წლის ანგარიში ინფორმაციის საჯაროობის შესახებ“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2017 წლის ანგარიში ინფორმაციის საჯაროობის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.12.2017.
როდის იქნა მიღებული „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2017 წლის ანგარიში ინფორმაციის საჯაროობის შესახებ“?
„ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2017 წლის ანგარიში ინფორმაციის საჯაროობის შესახებ“ მიღებულია 11.12.2017. მიმღები ორგანო — სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2017 წლის ანგარიში ინფორმაციის საჯაროობის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.12.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2017 წლის ანგარიში ინფორმაციის საჯაროობის შესახებ“, №0, 11.12.2017 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3891567/