სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2018 წლის ანგარიში ინფორმაციის საჯაროობის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) 2018 წლის ანგარიშს.
1. ცენტრში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 16 განაცხადი, მათ შორის ფიზიკური პირის 5 განცხადება და იურიდიული პირის 11 წერილი. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით ცენტრისთვის არ მოუმართავთ. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნა დაკმაყოფილდა 16 შემთხვევაში სრულად.
2. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევა არ ყოფილა.
3. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე 14 გადაწყვეტილება მიღებულია ცენტრის დირექტორის მაკა გვარამიას მიერ, 2 გადაწყვეტილება - ცენტრის დირექტორის მოადგილის ირაკლი ბერეკაშვილის მიერ.
4. პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის და გაცემის დროს ცენტრი ხელმძღვანელობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით და „პაციენტთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით.
5. ცენტრის თანამშრომლების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის და პასუხისგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დაკისრების არცერთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
ირაკლი ბერეკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2018 წლის ანგარიში“?
- დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2018 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2018.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2018 წლის ანგარიში“?
- „სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2018 წლის ანგარიში“ მიღებულია 10.12.2018. მიმღები ორგანო — სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2018 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2018 წლის ანგარიში“, №0, 10.12.2018 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4393802/