ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიშს საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ:
♦ 2018 წლის 1 იანვრიდან მიმდინარე წლის 04 დეკემბრამდე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოვიდა 4 (ოთხი) განცხადება და 08 (რვა) კორესპოდენცია საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, რაზეც წერილობითი პასუხი იქნა გაცემული საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.
♦ საჯარო იფორმაციის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილება არ მიღებულა.
♦ საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა.
♦ საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა და შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელი არ დადებულა.
♦ საჯარო ინფორმაციის გაცემის შემთხვევაში და აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში ვხელმძღვანელობთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
♦ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის დამუშავებასთან და გაცემასთან დაკავშირებით რაიმე ხარჯი არ გაუწევია.
♦ გამომდინარე იქედან, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გადაწყვეტილება არ მიღებულა, შესაბამისად ის არ გასაჩივრებულა და გასაჩივრებასთან დაკავშირებით ხარჯებიც არ ყოფილა.
საკრებულოს თავმჯდომარე კობახიძე ნატალია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში“?
- დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.12.2018.
- როდის იქნა მიღებული „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში“?
- „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში“ მიღებულია 06.12.2018. მიმღები ორგანო — ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო. დოკუმენტის ნომერი — №48/141.
- სად არის „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.12.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო დაწესებულების ანგარიში „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში“, №48/141, 06.12.2018 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4384756/