მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში, საჯარო ინფორმაციის გაცემა / არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით:
ა) მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში , 201 8 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით , სულ შემოსულია 28 განაცხადი; ხოლო მოთხოვნა – საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე , მუნიციპალიტეტის მერიაში არ შემოსულა;
ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დაკმაყოფილდა 28 მოთხოვნა; არცერთი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) მუნიციპალიტეტის მერიაში არ შემოსულა მოთხოვნა საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე;
დ) მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა, შესაბამისად, პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელები არ დაკისრებულა;
ე) მუნიციპალიტეტის მერიას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს , შესაბამისად, არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები;
ვ) გამომდინარე იქიდან, რომ მუნიციპალიტეტის მერიას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ განუცხადებია, შესაბამისად, უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა;
ზ) რამდენადაც მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არ ყოფილა შემთხვევა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები და მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები .
გ. კაპანაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში“?
- დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2018.
- როდის იქნა მიღებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში“?
- „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში“ მიღებულია 10.12.2018. მიმღები ორგანო — მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო დაწესებულების ანგარიში „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში“, №0, 10.12.2018 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4393481/