საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
ა ნ გ ა რ ი შ ი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის
(ინფორმაციის თავისუფლება)
მოთხოვნათა შესრულების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისIII თავის 49-ე მუხლი ს შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში “კომისია”) მიერ შესწავლილ და გაანალიზებულ იქნა კომისიაში ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, აგრეთვე ამავე კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებების შერულებისა და კოდექსში მითითებული ვადების დაცვის მდგომარეობა.
საანგარიშო პერიოდად აღებულია 2012 წლის პირველი დეკემბრიდან 2013 წლის პირველ დეკემბრ ამდე პერიოდი.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 11 ივნისის №6/4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე კომისიის თავმჯდომარის 2013 წლის 06 დეკემბრის №6/8 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის ფუნქციების შესრულება ეკისრება კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს აკაკი სიხარულიძეს.
საანგარიშო პერიოდში, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე, კომისიაში შემოსულია სულ 289 ( ორას ოთხმოცდაცხრა) კორესპონდენცია, რომლითაც მოთხოვნილი იყო:
1. კომისიის სხდომები ს ოქმების, ოქმების ამონაწერები ს, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, ლიცენზიების, ავტორიზაციის მოწმობების დამოწმებული ასლები :
ა) შპს „ტელეკომპანია მაესტროს“ მიერ - რიგი საერთო მაუწყებლის სალიცენზიო გადასახდელის განსაზღვრის და აღნიშნული გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები (6/7092-12, 11.12.12);
ბ) აჭარის ა/რ პროკურატურის ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის მიერ - 2011 წლის პერიოდში ქალაქ ბათუმში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირთა სანქცირების თაობაზე გადაწყვეტილებები (08/85-13, 14.01.13);
გ) შპს „TV ERA”–ს მიერ - შპს „Batumi Media Group“-ის სანქცირების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილება (04/92-13, 14.01.13);
დ) საერთაშორისო კომპანია ,,Niltex Holding Limited”- ის მიერ - შპს „Batumi Media Group“-ის სანქცირების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილება (04/93-13, 15.01.13);
ე) სს „სილქნეტის“მიერ - კომისიის 2012 წლის 06 დეკემბრის N38 ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი; 2013 წლის 22 თებერვლის №18 და 2013 წლის პირველი მარტის №24 სხდომების ოქმები(01/184-13, 24.01.13; 01/1036-13, 20.05.13);
ვ) შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ - საკუთარ მფლობელობაში არსებული ლიცენზიების და ავტორიზაციის მოწმობების დამოწმებული ასელები (01/275-13, 01.02.13); კომისიის 2007 წლის 29 ივნისის № 41 სხდომის ოქმის ამონაწერი (01/436-13, 04.03.13); 2013 წლის 22 იანვრის № 03 ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი (01/589-13, 22.03.13); კომისიის 2013 წლის 28 ივნისის № 95, 16 აგვისტოს № 109 სხდომის და 06 აგვისტოს № 23 ზეპირი მოსმენის სხდომების ოქმები (01/2622-13, 29.11.13);
ზ) შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ - 2007 წლის 01 ივნისის № 12 მომსამზადებელი სხდომის და 2007 წლის 15 ივნისის № 37 სხდომის ოქმების ამონაწერები (01/1587-13, 29.07.13);
თ) შპს „მაგთიკომის“ მიერ - 2013 წლის 12 ივლისის №100 სხდომის ოქმის ამონაწერი (01/1624-13, 01.08.13); 2013 წლის 25 ოქტომბრის №124 სხდომის ოქმი (01/2569-13, 28.11.13);
ი) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ - კომისიის 2012 წლის 14 დეკემბრის № 39 და 2013 წლის 22 იანვრის № 03 ზეპირი მოსმენის სხდომების ოქმები, აგრეთვე კომისიის 2013 წლის 22 იანვრის № 37/23 გადაწყვეტილება (01/497-13, 11.03.13);
კ) შპს „რადიოცენტრი პლუსის“ მიერ - კომისიის 2013 წლის 22 თებერვლის № 5 ზეპირი მოსმენის და 2013 წლის 25 თებერვლის № 19 საკონკურსო სხდომების ოქმები (01/913-13, 07.05.13);
ლ) შპს „ქართული რადიოს“ მიერ - 2013 წლის 22 თებერვლის № 5 ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი (01/914-13, 07.05.143);
მ) საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსის“ მიერ - კომისიის 2013 წლის №236/22 გადაწყვეტილება და ამონაწერი 2013 წლის 05 აპრილის №59 სხდომის ოქმიდან (01/999-13, 17.05.13);კომისიის 2013 წლის 27 სექტემბრის №586/22 და 2013 წლის 04 ოქტომბრის №611/5 გადაწყვეტილებების ასლები, ასევე კომისიის 2013 წლის 27 სექტემბრის №118 და 2013 წლის 04 ოქტომბრის სხდომების ოქმების ამონაწერები (01/2295-13, 24.10.13);
ნ) შპს ტელე–რადიოკომპანია „ევრიკას“ მიერ - 2013 წლის 05 აპრილის № 59 სხდომის ოქმის ამონაწერი (01/1035-13, 20.05.13);
ო) შპს „MINDA”–სა და შპს TV-21”–ის მიერ - კომისიის 2011 წლის 16 დეკემბრის № 780/22 გადაწყვეტილება (01/1353-13);
პ) სს „სილქნეტის“, შპს „კავკასუს ონლაინის“, შპს „სისტემნეტის“ და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელი – ფოფტნეტის“ მიერ - კომისიის 2013 წლის 20 მარტის № 176/9 გადაწყვეტილება (08/1503-13, 16.07.13):
ჟ) მოქალაქე რამაზ სამხარაძის მიერ - კომისიის 2013 წლის 25 ივლისი № 05 მოსამზადებელი სხდომის ოქმი (01/1673-13, 08.08.13);
რ) შპს „ჯეოსელის“ მიერ - კომისიის 2013 წლის 05 ივლისის № 18 და 2013 წლის 17 ივლისის № 19 ზეპირი მოსმენის სხდომების ოქმები და ამონაწერი 2013 წლის 12 ივლისის № 100 სხდომის ოქმიდან (01/1743-13, 16.07.13);
ს) ფიზიკურ პირ რომან კუსიანის მიერ - ამონაწერი კომისიის 2013 წლის 30 აგვისტოს № 113 სხდომის ოქმიდან (01/1894-13, 05.09.13);
ტ) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ - კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №111 საკონკურსო სხდომის ოქმი (01/2039-13,27.09.13);
უ) საქართველოს სახალხო დამცველის მიერ – კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 გადაწყვეტილება (01/2066-13, 03.10.13).
ფ) შპს „მობიტელის“ მიერ - ამონაწერი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 02 მარტის №14 სხდომის ოქმიდან, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 29 აპრილის №25სხდომის ოქმი, ამონაწერი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 22 ივნისის №29 სხდომის ოქმიდან, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 22 აპრილის №73 სხდომის ოქმი01/2568-13, 28.11.13).
2. ადმინისტრაციული წარმოების მასალები:
ა) შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ - შპს „7 არხის“ 2012 წლის 30 ნოემბრის შემოწმების აქტი და შემოწმების ვიდეო ჩანაწერი (04/2813-12, 04.12.12);
ბ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დაპარტამენტის მიერ - 2012 წლის 14 აგვისტოს № 11 შემოწმების აქტი და შემოწმების ვიდეო ჩანაწერი (06/2833-12, 04.12.12);
გ) მოქალაქე ირაკლი შარაბიძის მიერ - შპს „მომავლის რეკლამის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სხვადასხვა სახის ინფორმაცია (04/175-13, 23.01.13);
დ) შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ (08/775-13, 18.04.13, 08/1013-13, 20.05.13); შპს „ჯეონეთის“ (08/1838-13, 30.08.13); შპს „მაგთიკომის“ (08/1843-13, 02.09.13; 08/2180-13, 16.10.13); მიერ – 2012 წლის 13 მარტის № 199/9 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მასალები;
ე) მოქალაქე მერაბ ბერაძის მიერ – კომპანია „ბი–სი–ჯი“– კვლევასთან დაკავშირებული ინფორმაცია (01/823-13, 24.04.13);
ვ) შპს „მაგთიკომის“ მიერ - სს „სილქნეტს“ და შპს „კავკასუს ონლაინს“ შორის არსებული დავის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები, სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების თაობაზე (04/1370-13; 05/941-13, 13.05.13);
ზ) შპს სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ მიერ - რადიომაუწყებლობის კონკურსზე კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი სრული დოკუმენტაცია (01/1576-13, 25.07.13);
თ) შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ - კომისიის 2011 წლის 01 ივლისის №327/18 გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები (03/1832-13, 30.08.13);
ი) სს „სილქნეტის“ მიერ - შპს „მაგთიკომის“ მიერ კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია (01/1952-13, 12.09.13).
3. ლიცენზიის მფლობელ და ავტორიზებულ პირებთან დაკავშირებით:
ა) შპს „სუპერ ტვ“–ს მიერ - შპს „7 არხის“ ქსელში სატელევიზიო არხების მართლზომიერად რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (04/2813-12, 04.12.12);
ბ) საკაბელო ტელევიზიების და ტელემაუწყებლების უფლებათა დაცვის კავშირის ასოციაციის (04/2869-12, 10.12.12); შპს „ვი–თი ემ–არ საქართველოს“(04/2880-12, 10.12.12);
შპს „სი–ენ–ეი ჯორჯიას“ (04/69-13, 11.01.13); სამოქალაქო განათლების ფონდის (04/111-13, 16.01.13); შპს „TV MEDIANET“–ის (04/3037-12, 28.12.12; 6/132-13, 15.01.13); შპს „სუპერ ტვ“–ს (04/273-12, 31.01.13); საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (04/203-13, 25.01.13, 05/608-13, 27.03.13; 05/799-13, 22.04.13; 05/882-13, 01.05.13; 01/2318-13, 30.10.13); საერთაშორისო კომპანია ,,Niltex Holding Limited”- ის (04/287-13, 05.02.13; 04/374-13, 14.02.13); შპს „მეცხრე არხის “ (04/487-13, 07.03.13); შპს „Batumi Media Group“- ის (04/488-13, 07.03.13); შპს „ბლექ სი სატის“ (04/489-13, 07.03.13); შემოსავლების სამსახურის (05/666-13, 25.04.13); შპს “Caucasias media services”-ს (04/801-13, 23.04.13); სს „ეი–პი–ტი–აი ნეთვორქ ვოსტოკის“ (04/840-13, 26.04.13; 04/1090-13, 24.05.13; 04/1532-13; 04/1839-13, 30.08.13); სსიპ „ინტერნიუს საქართველოს“ (04876-13, 30.04.13); ააიპ მედია ცენრტი „ღია აფხაზეთისათვის (04/1003-13, 17.05.13); შპს ტელეკომპანია „მაესტროს“ (01/1094-13, 24.05.13; 01/1617-13, 31.07.13; 04/2354-13, 05.11.13); მოქალაქე ზურაბ ძიძიგურის (04/1358-13); Euro media Services LTD–ს (04/1655-13, 02.08.13); საინფორმაციო სააგენტო „სარკის“ (05/2058-13, 01.10.13); მიერ - საქართველოში არსებული საკაბელო ტელევიზიების ჩამონათვალი საკონტაქტო ინფორმაციის და აბონენტთა რაოდენობის მითითებით;
გ) შპს „სტუდია მაესტროს“ (04/2896-12, 11.12.12; 04/1876-13, 03.09.13; 04/1974-13, 17.09.13); შპს „მეცხრე არხის“ (04/3026-12, 28.12.12); ვებ გვერდ “media.ge”-ს (04/2906-12, 12.12.12; 6/4349-13, 09.08.13); საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (01/701-13,10.04.13); შპს „7 არხის“ (04/1366-13, 25.26.13); შპს „კავკასუს ონლაინის“ (04/1829-13, 30.08.13; 04/1830-13, 30.08.13); შპს „არტ რადიოს“ (04/2327-13, 31.10.13; მ04/2408-13, 07.11.13); შპს „მაგთიკომის“ (04/2543-13, 25.11.13); შპს „TV ERA”–ს 04/2929-12, 17.12.12); სს „Terner broadcasting System” -ის(04/204-13, 25.01.13) – მიერ რიგი სამაუწყებლო კომპანიების სამაუწყებლო ბადეში განთავსებული სატელევიზიო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
დ) შპს “euro media services“–ს მიერ - შპს „აიეტის“ ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე ინფორმაცია (01/2956-12, 19.12.12);
ე) მოქალაქე ირაკლი შარაბიძის მიერ - FM97.1 მჰც სიხშირეზე რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი პირის შესახებ ინფორმაცია (06/2963-12, 20.12.12);
ვ) შპს „მარკეთ ინთელიჯენს კაუკასუსის“ მიერ - FM დიაპაზონში რადიომაუწყებელთა სია (06/3036-12, 28.12.12);
ზ) შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ - მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში წარმოდგენილი ყოველთვიური ინფორმაცია (04/70-13, 11.01.13; 04/289-13, 05.02.13; 04/495-13, 11.03.13; 04/667-13, 05.04.13; 04/1462-13, 09.07.13; 04/1654-13, 02.08.13; 05/1930-13, 11.09.13; 05/2043-13, 27.09.13; 05/2120-13, 09.10.13; 05/2410-13, 07.11.13);
თ) შპს „ჯეონეთის“ (08/127-13, 17.08.13; 03/340-13, 11.02.13); შპს „მაგთიკომის“ (08/128-13, 17.01.13; 08/568-13, 20.03.13; 08/1780-13, 22.08.13); შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ (03/341-12, 11.02.13); შპს „გუდვილკომის“ (01/884-13, 01.05.13 ); შპს „მაიფონის“ (01/885-13, 01.05.13); შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ (01/2461-13, 13.11.13) მიერ - ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია შემავალი და გამავალი ტრაფიკის და მიღებული შემოსავლების შესახებ;
ი) შპს „7 არიხის“ მიერ - შპს „სუპერ ტვ“–ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი კომერციული ტიპის ხელშეკრულებები (04/170-13, 22.01.13);
კ) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ - თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით ტელე რადიო მაუწყებლობ ის ლიცენზიის მფლობელთა ჩამონათვალი (01/299-13, 06.02.13);
ლ) შპს „7 არხის“ (04/381-13, 14.07.13; 04/950-13, 14.05.13); შპს „მაგთიკომის“ (04/739-13, 16.04.13; 04/1736-13, 16.08.13) - მიერ IPTV ოპერატორების ჩამონათვალი და ხელშეკრულებები;
მ) შპს „მადის“ მიერ - შპს „გლობალ მედია ჯგუფთან“ გაფორმებული 2010 წლის 03 დეკემბრის ხელშეკრულება (01/393-13, 27.02.13);
ნ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ - თბილისის ნაძალადევის რაიონში, სამტრედიასა და ბაღდათში მომუშავე საკაბელო ოპერატორების შესახებ ინფორმაცია (04/421-13, 01.03.13);
ო) საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ - ინტერნეტით, ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ავტორიზებულ პირთა სია (04/544-13, 20.03.13);
პ) ინტერნეტ–გამოცემა www.liverpress.ge–ს მიერ – შპს „სამეგრელო–ზემო სავანეთის ტელეკომპანია სამეგრელოს“ წილების მფლობელთა შესახებ ინფორმაცია (01/587-13, 22.03.13);
ჟ) შპს „მაიფონის“ მიერ - 2012 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 12 აპრილამდე სხვადასხვა პირის მიერ ავტორიზაციის გავლის თაობაზე მონაცემები (01/717-13, 12.04.13);
რ) საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების“ მიერ - იმ მაუწყებელთა ჩამონათვალი, რომლებიც ვალდებულნი არიან გამოყონ წინასაარჩევნოდ დრო უფასო საარჩევნო რეკლამისთვის (04/752-13, 14.04.13);
ს) შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ - საერთაშორისო კომპანია ,,Niltex Holding Limited”-ის ხელშეკრულებები (04/800-13, 22.04.13);
ტ) მოქალაქე მარიამ გოგოსაშვილის (04/940-13, 13.05.13) და ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტის (04/1064-13, 22.05.13) მიერ - 2010 წლიდან 2013 წლის მაისამდე შპს ტელეკომპანია „თვალის“ შესახებ დოკუმენტაცია;
უ) საინფორმაციო სააგენტო „სარკის“ მიერ – მოძრავი და ფიქსირებული კომუნიკაციების აბონენტების რაოდენობა ოპერატორების მიხედვით (05/991-13, 17.05.13);
ფ) საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ - საქართველოში რეგისტრირებული ტელემაუწყებლების ჩამონათვალი, რომლებიც მაუწყებლობენ მხოლოდ ერთ სამაუწყებლო ზონაში (05/1212-13, 06.06.13); ინფორმაცია ტელლეკომპანიების „მზის“, „პიკის“, „მეცხრე არხის“, „ენკი ბენკის“ „აფხაზეთის ხმის“ შესახებ (04/1589-13, 29.07.13);
ქ) შპს „ევროკონტაქტის“ მიერ - სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ აბონენტთა რაოდენობა სატელევიზიო პაკეტების მიხედვით (04/1472-13, 11.07.13);
ღ) შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ - შპს „რუსთავი 2“–ის ეთერში განთავსებული სერიალის „ტიტების დრო“ საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (04/1618-13, 31.07.13);
ყ) შპს „რადიო არტის“ მიერ – საქართველოში რეგისტრირებული ყველა რადიოსადგურის შესახებ ინფორმაცია (01/2101-13, 08,10,13);
შ) შპს „დელტა ნეტის“ მიერ – საქართველოში მოქმედი ინტერნეტ ოპერატორების შესახებ სრული ინფორმაცია (05/2121-13, 09.10.13);
ჩ) შპს „თი–ვი ემ–არ საქართველოს“ მიერ - შპს ტელეკომპანია „მზესთან“ დაკავშირებით ინფორმაცია ლიცენზიისა და სალიცენზიო პირობების მითითებით (01/2200-13, 16.10.13);
ც) მოქალაქე ელენე ქოჩლაძის მიერ – 118-09 ნუმერაციის რესურსის ფლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია (01/2359-13, 05.11.13).
4. კორესპონდენცია:
ა) შპს „გორდას“ (01/18-13, 04.01.13); შპს „ჯი ენ ენ“–ის (01/282-13, 04.02.13); შპს „მაიფონის“ (01/1872-13, 03.09.13; 01/1911-13, 06.09.13); შპს „ლაგის“(01/2090-13, 074.10.13) მიერ - კომისიასთან მიმოწერა;
ბ) შპს „იბერია ტვ“–ს მიერ - შპს „ტელეკომპანია აისისა“ და შპს „ტელეიმედის“ წერილები (01/964-13,. 14.05.13);
გ) შპს „MINDA”–სა და შპს TV-21”–ის მიერ - შპს „Batumi Media Group“-ის აქტივების შეძენასთან დაკავშირებული მიმოწერა (01/1353-13);
დ) შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ - შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ 2007 წლის 15 მაისის №1248 წერილი დანართებთან ერთად (01/1587-13); კომისიის 2013 წლის 17 ივლისის №450/18 გადაწყვეტილების მხარეებისთვის ჩაბარების და აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნების დამადასტურებელი საბუთები (01/2345-13, 04.11.13);
ე) შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ - კომისიაში მესამე პირების მიერ მოთხოვნილი შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ შესახებ ინფორმაცია და მიმოწერა (01/1693-13, 12.08.13);
ვ) შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ –საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კომისიის წერილი (08/2559-13, 27.11);
5. ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია :
ა) შპს „ტელეკომპანია მაესტროს“ მიერ - რიგი საერთო მაუწყებლის მიერ კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებები, სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (6/7092-12, 11.12.12; 04/3025-12, 28.12.12);
ბ) საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიერ - ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში წარმოდგენილი ანგარიშგების ფორმები (04/171-13, 22.01.13); (05/607-13, 27.03.13);
გ) საინფორმაციო სააგენტო “media.ge”-ს (06/490-13, 07.03.13); შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ (05/1817-13, 29.08.13, 05/2042-13, 27.09.13; 05/2302-13, 28.10.13; 05/2638-13, 02.12.13) მიერ - მაუწყებელთა სარეკლამო შემოსავლების ოდენობა;
დ) ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ - კომისიის დაფინანსებასთან დაკავშირებით ინფორმაცია (07/511-13, 14.03.13; 07/837-13, 25.04.13);
ე) საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (05/799-13, 22.04.13; 05/1887-13, 04.09.13); საქართველოს რეფორმების ასოციაციის (05/1785-13, 22.08.13 ); შპს „მობიტელის“ (05/1809-13); მიერ - ავტორიზებული პირების მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ;
ვ) საქართველოს საავტორო უფლებათა ასიციაციის მიერ - შპს „სუპერ ტვ“–ს შემოსავლები და რეტრანსლირებული არხების ჩამონათვალი თვეების მიხედვით 2013 წლის იანვრიდან 2013 წლის მარტის ჩათვლით (05/1106-13, 27.05.13); საქართველოში რეგისტრირებული ტელემაუწყებლების 2013 წლის პირველი კვარტლის შემოსავლები (05/1212-13, 06.06.13);
ზ) საინფორმაციო სააგენტო “media.ge”-ს მიერ - ანგარიშგების ფორმები და კომპანიების 2011-2012 წლების საფინანსო ინფორმაცია (05/1237-13, 12.06.13);
თ) საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიერ - ტელემაუწყებლების შემოსავლბი 2013 წლის თებერვლიდან 2013 წლის 01 ივლისამდე (05/1438-13, 04.07.13; 05/1477-13, 11.07.13); რადიომაუწყებლების შემოსავლები 2013 წლის 11 ივლისის მდგომარეობით (05/1556-13, 23.07.13);
ი) საქართველოს რეფორმების ასოციაციის მიერ - ლიცენზირებული ტელემაუწყებლების 2011 და 2012 წლების ფინანსური ანგარიშები, თითოეული მაუწყებლის შემოსავლების ამსახველი მონაცემები (05/1627-13, 01.08.13);
კ) შპს „რადიო საქართველოს“ მიერ - რადიოსამაუწყებლო კომპანიების 2010, 2011, 2012 წლების საერთო ჯამური შემოსავლების შესახებ დეტალური ინფორმაცია (05/2441-13, 11.11.13).
6. კომისიის და კომისიაში დასაქმებული პირების თაობაზე:
ა) ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ - ინფორმაცია, იმყოფება თუ არა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი შევებულებაში ან მივლინებაში (01/2983-12, 25.12.12; 01/192-13, 24.01.13; 01/615-13, 28.03.213); 2011, 2012, 2013 წლებში კომისიის აპარატში, ასევე არასაშტატო თანამდებობებზე დასაქმებულთა შესახებ, კომისიაში ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსების გამოცხადების და კომისიაში დასაქმებული პირების მივლინებების შესახებ ინფორმაცია (01/499-13, 12.03.13); კომისიაში დასაქმებულ პირთა თაობაზე ინფორმაცია გენდერულ ჭრილში (01/707-13, 11.04.13);
ბ) ააიპ „ინტერნიუსი საქართველოს“ მიერ - კომისიის წევრ, ირაკლი ჩიქოვანის, აგრეთვე კომისიაში დასაქმებული პირების სანქცირების თაობაზე ინფორმაცია (04/1145-13, 31.05.13);
გ) საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (01/2330-13, 31.10.13); ააიპ „ინტერნიუსი საქართველოს“(01/2445-13, 12.11.13) მიერ – კომისიის მრჩევლის არასაშტატო პოზიციაზე დასაქმებული პირის თაობაზე ინფორმაცია.
7. სტატისტიკური ხასიათის ინფორმაცია:
ა) საქართველოს „აირექსის“ მედიის მდგომარეობის ინდექსის კონსულტანტის მიერ -კომისიის მიერ გაცემული კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების თაობაზე იმფორმაცია (01/2998-12, 26.12.12); კერძო საერთო ტელერადიომაუწყებლობის, კერძო სპეციალიზებული ტელერადიომაუწყებლობის, სიხშირული რესურსის გამოყენებით მაუწყებლობის, საკაბელო ქსელით მაუწყებლობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა რაოდენობები (01/135-13, 17.01.13);
ბ) მოქალაქე ვერიკო ჩიმჩიურის მიერ - კომისიის მიერ გაცემული კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების რაოდენობა და ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევათა რაოდენობა 2008-2012 წლებში (01/76-13,14.01.13);
გ) კომპანია „Pricewaterhousecoopers ”-ის მიერ კომისიაში ჩატარებული აუქციონების თაობაზე ინფორმაცია (01/268-13, 31.01.13);
დ) ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“მიერ - თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურებაზე ავტორიზებული პირების აბონენტთა რაოდენობა 2012 წლის ყოველთვიური მონაცემებით (05/221-13, 28.04.13);
ე) მოქალაქე გიგა პაპუნაშვილის მიერ - 2008-2013 წლებში ქ. თბილისში კერძო მაუწყებლობაზე გაცემული ლიცენზიების სტატისტიკა (01/1099-13, 24.05.13);
ვ) შპს „მობილფონის“ მიერ - 2012-2013 წლის 20 ივნისის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი რადიოსადგურების ოდენობა (06/1403-13, 01.07.13);
ზ) შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის“ მიერ - შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ აუდიტის მიერ დამოწმებული წლიური ანგარიშები, ტექნიკური და ადმინისტრაციული მოხსენებები და სხვა დოკუმენტაცია (02/1416-13, 02.07.13);
თ) შპს „მაგთიკომის“ მიერ - სხვადასხვა სახის სტატისტიკური ინფორმაცია 2013 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით (05/1512-13, 17.07.13);
ი) შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ - საერთშორისო ტრაფიკის ტერმინაციის მონაცემები 2012 წლის პირველი იანვრიდან 2012 წლის პირველ მაისამდე (08/1534-13, 19.07.13);
კ) შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ - კომისიაში შპს „ოპტიკურ ბოჭკობანი ქსელი - ფოპტნეტის“, შპს „სისტემნეტის“ და სს „სილქნეტის“ მიერ მოწვევის ოფერტების წარმოდგენის თაობაზე ინფორმაცია (08/1726-13, 15.05.13); 2013 წლის საცალო ინტერნეტის და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირთა აბონენტების რაოდენობის შესახებ მონაცემები (05/2444-13, 12.11.13);
ლ) შპს „smart line”-ს (05/1803-13, 26.08.13); შპს „კავკასუს ონლაინის“ (05/1811-13, 29.08.13); შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ (08/2134-13, 10.10.13) მიერ - საერთაშორისო ზარების საქართველოში ტერმინაციის სტატისტიკური მონაცემები.
8. სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია:
ა) შპს „ტელეკომპანია მაესტროს“ მიერ - რიგი საერთო მაუწყებლის მიერ კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების, სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიის კანცელარიაში „შემოსული კორესპონდენციის“ გატარების ჟურნალის გვერდების ასელები (6/7092-12, 11.12.12);
ბ) საქართველოს მთავარი პროკურორის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს მიერ - შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ შემოწმების მიზნით კომისიის მიერ ჩატარებული მონიტორინგის თაობაზე ინფორმაცია (04/68-13, 11.01.13);
გ) შპს „ჯი ენ ენ“–ის მიერ - შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მოთხოვნით კომისიის მიერ სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებასთან დაკავშირებით გაგზავნილი შეტყობინებები (04/321-13, 07.02.13);
დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ - შპს „მედიაპრო ჯორჯიასთან“ კომისიის და ავტორიზებული პირების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები (03/624-13, 29.03.13);
ე) საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ - 2011 წლის 01 სექტემბრიდან 2013 წლის 29 მარტამდე სამაუწყებლო რეკლამასთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა ჩამონათვალი, დავის საგნის მითითებით (03/625-13, 29.03.13);
ვ) დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ - კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2012 წლის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია (09/830-13, 24.04.13);
ზ) შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ - საქართველოს ყველა ქალაქის ინტერნეტმომხმარებლების რაოდენობა, პროვაიდერების და ინტერნეტ მომსახურების ტექნოლოგიების მითითებით (05/1478-13, 11.07.13);
თ) შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება (03/1926-13, 11.09.13);
9. რიგი საჯარო ინფორმაციის მიწოდების თაობაზე კომისიის მიერ მომზადდა და გაიგზავნა განმარტებები:
ა) სს „სილქნეტს“ (01/184-13, 24.01.13) და მოქალაქე რამაზ სამხარაძეს (01/1673-13, 08.08.13) სხდომის ოქმის ელექტრონული (აუდიოჩანაწერი) სახით მიწოდების თაობაზე, განემარტათ, რომ კომისიის ვალდებულებას არ წარმოადგენს სხდომების აუდიოჩანაწრების წარმოება და შენახვა-დაარქივება. ჩანაწერი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის მომზადებასთან დაკავშირებულ შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტს და გააჩნია დამხმარე ფუნქცია, რომელიც ოქმის შედგენის შემდეგ ნადგურდება;ბ) მოქალაქე ნატო გოგმაჩიძეს (06/200-13, 24.01.13) მწვანე კონცხზე განთავსებულ ანძებთან დაკავშირებით განემარტა, რომ კომისია არ გასცემს ლიცენზიას საკომუნიკაციო ანძების მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე;
გ) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (01/299-13, 06.02.13) განემარტა, რომ თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა სიგნალები ვრცელდება თავისუფალი მიღების რეჟიმით, შესაბამისად, მათი მაყურებლების ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია;
დ) მოქალაქე ტატიანა მარგალიტაძეს მიეცა სხვადასხვა სახის განმარტება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონთან და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტთან“ დაკავშირებით;
ე) შპს „მადს“ განემარტა, რომ შპს „გლობალ მედია ჯგუფთან“ გაფორმებული 2010 წლის 16 ნოემბრის ხელშეკრულება კომისიაში წარმოდგენილი არ არის (01/393-13, 27.02.13);
ვ) შპს სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთს“ განემარტა, რომ არცერთ კერძო რადიომაუწყებელს არ უმთავრდება სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედების ვადა (01/586-13, 22.03.13);
ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განემარტა, რომ კომისიის უწყებრივ რეესტრში ააიპ „ქართულ–აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტი“ არ ფიქსირდება (01/597-13, 26.03.13);
თ) შპს „რადიოცენტრ პლუსს“ მიეცა განმარტება 103,9 მჰც სიხშირულ რესურსთან დაკავშირებით (06/598-13, 26.03.13);
ი) საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას განემარტა, რომ ტელეკომპანია „მეორე არხი“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, არ არის ვალდებული კომისიაში წარმოადგინოს სამაუწყებლო ბადე და ინფორმაცია შემოსავლების შესახებ (05/1887-13, 04.09.13);
კ) ააიპ „ინტერნიუსი–საქართველოს“ განემარტა, რომ მოქალაქე ზაზა შათირიშვილი კომისიაში არ არის დასაქმებული (01/2331-13, 31.10.13).
10. კომისიის მიერ მოთხოვნილი იქნა ინფორმაციის დაზუსტება:
ა) სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ მოეთხოვა 2013 წლის 19 თებერვლის N8–01/57 წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის დაზუსტება;
ბ) შპს „კავკასუს ონლაინს“ მოეთხოვა 2013 წლის 16 აგვისტოს N6/4490-13 წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის დაზუსტება.
კომისია აწარმოებს მიმოწერას ელექტრონული ფოსტის (post@gncc.ge ) მეშვეობითაც და ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული განცხადებების საფუძველზე გაიცემა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია.
11. საანგარიშო პერიოდში მოთხოვნილი იყო:
ა) შპს „ახალი ქსელების“ მიერ – სტატისტიკური მონაცემები (post@gncc.ge, 05.03.13);
ბ) საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ – რადიომაუწყებლების 2011–2012 წლების ფინანსური ანგარიშგების ფორმები (post@gncc.ge, 02.04.13);
გ) მოქალაქე იულია ტროშკინას მიერ – ტელემაუწყებლების აბონენტთა რაოდენობის თაობაზე ინფორმაცია (post@gncc.ge, 26.04.13);
დ) შპს „მაგთიკომის“ მიერ - საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაცია (post@gncc.ge, 30.05.13);
ე) მოქალაქე სალომე ქათამაძის მიერ – კვლევის ფარგლებში, 5 ტელემაუწყებლის ფინანსური ინფორმაცია (post@gncc.ge, 26.06.13);
ვ) მოქალაქე ირაკლი კირკიტაძის მიერ – (post@gncc.ge, 01.04.13; post@gncc.ge, 22.04.13; post@gncc.ge, 24.04.13; post@gncc.ge, 26.04.13; post@gncc.ge, 16.07.13; post@gncc.ge, 05.11.13); ინფორმაცია ინტერნეტმომსახურების თაობაზე, საკაბელო სატრანზიტო სამაუწყებლო კომპანიების აბონენტთა რაოდენობის შესახებ და ფინანსური ხასიათის ინფორმაცია;
ზ) მოქალაქე ნათია გოჩიტაიშვილის მიერ - კომისიის მიერ გაცემული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების სია (post@gncc.ge, 04.11.13).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–40 მუხლის II ნაწილის შესაბამისად, მნიშვნელოვანი მოცულობის დოკუმენტაციის დამუშავების საჭიროებიდან გამომდინარე, კომისიის მიერ საჯარო ინფორმაციის გასაცემად მოთხოვნილი იყო 10 დღის ვადა:
ა) შპს „სტუდია მაესტროს“ №6/6993-12, 04.12.12 წერილზე;
ბ) საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს №6/1006-13, 19.02.13 წერილზე;
გ) ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ №6/1629-13, 22.03.13; №6/1705-13, 29.03.2013; №6/1935-13 12.04.13) წერილებზე;
დ) მოქალაქე მარიამ გოგოსაშვილის №9/30-13, 19.04.13 წერილზე.
ანგარიშის მომზადების მომენტისათვის (01.12.2013 წელი):
ა) პასუხი გაცემულია273 წერილზე;
ბ) მიმდინარე ეტაპზე წარმოებაში არის16 განცხადება.
საანგარიშო პერიოდ შ ი კომისიას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას გასაჩივრებასთან დაკავშირებული არანაირი ხარჯები არ გაუღია და, შესაბამისად, მეორე მხარის სასარგებლოდ თანხის გადახდის შემთხვევას ადგილი არ ჰ ქონია.
საანგარიშო პერიოდ შ ი კომისიას გადაწყვეტილება, საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე, არ მიუღია.
v
“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 13-ე მუხლის ბ) პუნქტის, აგრეთვე “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ა) პუნქტის და მე-17 მუხლის შესაბამისად, კომისია სისტემატიურად აწარმოებს ავტორიზებულ პირთა და სალიცენზიო უწყებრივ რეესტრ ებ ს, რომ ე ლიც მოიცავ ს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში მოქმედი კომპანიების შესახებ საინფორმაციო ბაზას. ზემოაღნიშნული ბაზა შეიცავს აგრეთვე ინფორმაციას კომპანიების ავტორიზაციის, მინიჭებული სიხშირეების, სარგებლობაში არსებული ნუმერაციის რესურსის და სხვა მონაცემების თაობაზე.
”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოებული უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი 2006 წლიდან იწარმოება ელექტრონულ ფორმატში.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრში შეტანილი ინფორმაციის რაოდენობა და ტიპოლოგია მოიცავს როგორც ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ, ასევე დამატებით მონაცემებს.
ნებისმიერ პირს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდს (www.gncc.ge).
კომისიის წარდგინებით “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის გათვალისწინებული მონაცემები შეიტანება სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაცი ა ქვეყნდება საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.
v
კომისიაში შემოსულ ან მისი საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ საიდუმლო დოკუმენტაცი ის საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელია კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით საგანგებოდ დანიშნული პირი.
საანგარიშო პერიოდში მიღებულია 3 გადაწყვეტილება, რომელიც შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას . საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის 33-ე მუხლით განსაზღვრული საიდუმლო ინფორმაციის გამოქვეყნების წესის შესაბამისად, საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის (გადაწყვეტილებების საიდუმლო დანართები) ამოღების შემდეგ საიდუმლო საჯარო ინფორმაციის გონივრულ ფარგლებში გამოცალკევებადი ნაწილი გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ გვერდზე ინტერნეტში.
v
მოთხოვნ ის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე.
კომისიამ მიიღო 10 ასეთი გადაწყვეტილება:
1. №789/20 - 14 დეკემბერი , 2012 - შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ ;
2. №833/20 - 28 დეკემბერი , 2012 - შპს „ბლექ სი სატის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ ;
3. №35/20 - 18 იანვარი , 2013 - შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ ;
4. №53/20 - 25 იანვარი , 2013 -შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ ;
5. №70 / 20 - 06 თებერვალი , 2013 - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და Red-M Wireless Limited -ს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გაფორმებული №04/03-2011-01 და № 3/5-12-1 ხელშეკრულებების საფუძველზე 2011/2012 წლებში Red-M Wireless Limited -ის მიერ შემუშავებულ ანგარიშებში შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის“ ქსელების შესახებ თავმოყრილი ინფორმაციისა და კვლევის ფარგლებში ჩატარებული გათვლების, მოდელირების და ანალიზის საფუძველზე მიღებული მონაცემების ნაწილის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ ;
6. №96 / 20 - 15 თებერვალი , 2013 - შპს „ბლექ სი სატის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ ;
7. №135/20 - 01 მარტი , 2013 - სს ”სილქნეტის” მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ ;
8. №150/20 - 07 მარტი , 2013 - შპს „ბლექ სი სატის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ ;
9. №272/20 - 19 აპრილი , 2013 - შპს „ბლექ სი სატის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ ;
10. №422/20 - 28 ივნისი , 2013 - შპს „ბლექ სი სატის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ .
კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ კომისიამ მიიღო 2 გადაწყვეტილება:
1. №405/12 - 21 ივნისი, 2013- შპს ”სისტემ ნეტის” მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ .
ü არ დაკმაყოფილდ ა შპს “სისტემ ნეტის“ განცხადება შპს “სისტემ ნეტის“ მიერ კომისიისათვის წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ, მოთხოვნის დაუსაბუთებლობის გამო;
2. № 588/22 - 27 სექტემბერი , 2013 - შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ .
ü არ დაკმაყოფილდ ა შპს „მაგთიკომის“ 2013 წლის 26 აგვისტოს განცხადება (N6/4750-13) კომისიისთვის 2013 წლის 19 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის№6/4562-13) წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ გამომდინარე იქიდან, რომ შპს „მაგთიკომის“ განცხადება და მასზე თანდართული 2012 წლის კომპანიის ფინანსური ანგარიშგება, კანონის შესაბამისად,წარმოადგენ და საჯარო ინფორმაციას.
v
კომისიაში შემოსულ და კომისიის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სამართლებრივი, სალიცენზიო, ეკონომიკური და ტექნიკური მნიშვნელობის დოკუმენტები შედის კომისიის საარქივო ფონდში. საარქივო საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელია თავმჯდომარის ბრძანებით საგანგებოდ დანიშნული პირი.
საანგარიშო პერიოდში დაარქივდა და კომისიის უწყებრივ არქივს გადაეცა სულ 4914 დოკუმენტისაგან შედგენილი 45 საქმე.
კომისიის მიერ, 2013 წლის პირველ დეკემბერს,
|
დანართი № 29 საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის 174 ბრძანების |
”საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისია საჯარო ინფორმაციის ასლს გასცემს ინფორმაციის მომთხოვნის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გაცემისათვის დადგენილი მოსაკრებლის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდისა დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ.
რიგ შემთხვევაში ინფორმაციის მომთხოვნის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გაცემისათვის დადგენილი მოსაკრებლის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიაში წარმოდგენილი არ იქნა, შესაბამისად, კომისიას არ გაუცია საჯარო ინფორმაცია.
საანგარიშო პერიოდში კომისიის მიერ განხორციელდა პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების 13 ფაქტი.
საანგარიშო პერიოდში კომისიის საშტატო ნუსხაში არსებულ ვაკანსიებზე მიღებულ - დასაქმებულზე კომისიის მიერ მოთხოვნილი, დამუშავებული და შენახული იქნა შემდეგი პერსონალური მონაცემები:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან ან ცნობა სამუშაო ადგილიდან;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
საანგარიშო პერიოდში პერსონალური მონაცემების მოთხოვნის თაობაზე კომისიაში შემოსული იყო 2 განცხადება, რომლებიც არ დაკმაყოფილდა დასაქმებული პირის წერილობითი უარის საფუძველზე.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე კომისიის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულებზე დისციპლ ინ ური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
კომისია, ასევე, ასრულებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის მოთხოვნებს კომისიის სხდომათა საჯაროობ ის თაობაზე. კერძოდ:
ღიად და საჯაროდ წარმართ ავ ს თავის სხდომებ ს; ასრულებს მოთხოვნას საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე და ა.შ.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომისიის მიერ განხორციელებულ საქმიანობაში, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებისა, დაცულია “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის კ) ქვეპუნქტის, აგრეთვე “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნები, შესაბამისად ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების, აგრეთვე ტარიფების დადგენის, შეცვლის ან გაუქმების თაობაზე კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ეწყობა საჯარო განხილვები, ცნობები საჯარო განხილვების ჩატარების შესახებ და განსახილველი საკითხების პროექტები,დადგენილი წესის შესაბამისად, ქვეყნდება ინტერნეტში კომისიი ს ოფიციალურ გვერდზე. აღნიშნულ საკითხებზე ტარდება საჯარო ზეპირი მოსმენ ები (საანგარიშო პერიოდში კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ85 ცნობა, ჩატარებულია 45 ზეპირი მოსმენის სხდომა, რომლებზეც განხილული იქნა 85 საკითხი) და მათზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერსებულ პირ ს. კომისიის მიერ მიღებული დადგენილებები და გადაწყვეტილებები სისტემატიურად ქვეყნდება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე და,შესაბამისად, უზრუნველყოფილია მათი საჯაროობა.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი
აკაკი სიხარულიძე