სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
2013 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და
შეუფერხებლად გაცემის შესახებ
სახელმწიფო აუდიტის სამსახური, თავის საქმიანობაში კანონიერების საჯაროობის, გამჭვირვალობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის პრინციპებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და შეუფერხებლად გაცემას.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განახლებულ ვებგვერდზე (www.sao.ge) სისტემატურად ქვეყნდება სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, გარკვეული პერიოდულობით, სხვადასხვა დროს ჩატარებული ფინანსური, შესაბამისობისა და ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშები, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ანგარიშებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებები, აუდიტის სამსახურის საქმიანობის წლიური ანგარიში და აღნიშნული მასალის გაცნობა ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
რაც შეეხება 2013 წელს, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ 65 მოთხოვნა, აქედან, დაკმაყოფილდა - 42, გაცემული ინფორმაციის მოცულობამ შეადგინა 7512 ფურცელი.
საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ20მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც განპირობებული იყო შემდეგი გარემოებებით:
9შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაცია არ იყო დაცული საქვეუწყებო არქივში;
2შემთხვევაში მოთხოვნილი მასალა გადაგზავნილი იყო (და დღემდე არის) საქართველოს მთავარ პროკურატურაში;
3 შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაცია იყო დამუშავების პროცესში;
1შემთხვევაში მასალა იყო გრიფით „საიდუმლო“ ინფორმაციის შემცველი;
1 შემთხვევაში მასალა შეიცავდა პერსონალურ საიდუმლოებას;
4 შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაცია იყო არაზუსტი, რადგან სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ ჩაუტარებია შესაბამისი სახის აუდიტი.
აღსანიშნავია, რომ 3შემთხვევაში მოთხოვნილ ინფორმაციას არ მოაკითხ ა დაინტერესებულმა პირმა.
გრიფით „საიდუმლო“ ინფორმაციისა და ასევე პერსონალური საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის არგაცემის დროს (2 შემთხვევა) სამსახურმა იხელმძღვანელა შესაბამისი მოქმედი კანონმდებლობით - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით.
რაც შეეხება საჯარო მონაცემთა ბაზებისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება-დამუშავებას, აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს სამსახურის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახური და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
ზემო თ მითითებულ ყველა შემთხვევ ა ში,საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე დასაბუთებული უარის შესახებ წერილობით ეცნობათ დაინტერესებულ პირებს.აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული არც ერთი გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ი არ ყოფილა,ასევე არ ყოფილა დაკისრებული რაიმე სახის დისციპლინური სახდელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საჯარო მოსამსახურეთათვის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის გამო.