სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ 2013 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულების შესრულების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“  2013 წლის ანგარიში

„ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული

კოდექსის დებულების შესრულების თაობაზე

 

საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2012 წლის 4 დეკემბრიდან  2013 წლის 10 დეკემბრამდე

პერიოდს

 

 საანგარიშო პერიოდში სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდში“, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ რეგისტრირებულია 12 განცხადება, მათ შორის 8 განცხადება შემოსულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან.

საანგარიშო პერიოდში სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“, მიერ  გაცემულია 12 საჯარო ინფორმაცია.

  საანგარიშო პერიოდში სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“, მიერ გაცემულ საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნის თაობაზე არცერთი განაცხადი არ შემოსულა.

  საანგარიშო პერიოდში სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ უარის თქმის თაობაზე  არცერთი გადაწყვეტილება არ მიღებულა.

  საანგარიშო პერიოდში სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდში“ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ასლის გადაღების მოსაკრებელი გადახდილ იქნა 3 იურიდიული პირის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახაზინო კოდზე, ხოლო  1 მოთხოვნა გაცემულ იქნა ასლის მოსაკრებლის გადახდის გარეშე, (საფუძველი “მოსაკრებლის გარეშე გამოსათხოვარი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის შესახებ“ სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლის, 2013 წლის 25 ნოემბრის  N62 ბრძანება).

  სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 23 სექტემბრის N52 ბრძანების შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის  (მატერიალური და ელექტრონული ფორმით) გაცემის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი ანა ბაქანიძე, ინფორმაციის  პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია  ფონდის საქმისწარმოების სამსახურის უფროსი ანა ბუხრაშვილი.

  „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N 219  დადგენილების დანართის მე-2 ნაწილის 2.4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ 2013 წლის 10 დეკემბრის ანგარიში პროაქტიულად გამოქვეყნდება სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე   WWW.FONDI.GOV.GE საჯარო ინფორმაციის გვერდზე ქვეგანყოფილებაში „ზოგადი ინფორმაცია“.