ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე - სასამართლოს მენეჯერი აკაკი მაისურაძე.

 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას საამისოდ განკუთვნილ სპეციალურ დარბაზში და ა.შ.

 

2013 წლის განმავლობაში ზესტაფონის რაიონულ  სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 11 განცხადება შემოვიდა. შემოსულ განაცხადთაგან 9 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, არ დაკმაყოფილდა 2 მოთხოვნა, ვინაიდან მოთხოვნები ეხებოდა ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რომელსაც ზესტაფონის რაიონული სასამართლო არ ფლობს.

 

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურის მიერ:

 

აკაკი მაისურაძე - სასამართლოს მენეჯერი-2011 წლის 1 თებერვლიდან ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.

 

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

 

საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი არ ყოფილა.

 

 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი -

სასამართლოს მენეჯერი                                                                     აკაკი მაისურაძე