ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები - სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი ნინო გელაშვილი და სასამართლოს მენეჯერი -საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი ქეთევან თხელიძე.
სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას საამისოდ განკუთვნილ სპეციალურ დარბაზში და ა.შ.
201 7 წლის განმავლობაში ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 28 განცხადება . შემოსულ განაცხადთაგან 22 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, 2 მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 3 მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, 1 განცხადება გახმობის გამო დარჩა განუხილველი.
საკანონმდებლო აქტები, რომლებსაც დაეყრდნო საჯარო დაწესებულება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 44-ე მუხლები , ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა.
მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურეების მიერ:
ნინო გელაშვილი - სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი-მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; ქეთევან თხელიძე - სასამართლოს მენეჯერი -საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები.
საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი არ ყოფილა.
ნინო გელაშვილი
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი -
კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები
განყოფილების უფროსი
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის ანგარიში“?
- დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.12.2017.
- როდის იქნა მიღებული „ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის ანგარიში“?
- „ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის ანგარიში“ მიღებულია 07.12.2017. მიმღები ორგანო — ზესტაფონის რაიონული სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.12.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო დაწესებულების ანგარიში „ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის ანგარიში“, №0, 07.12.2017 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3897705/