ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები – სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი ნინო გელაშვილი და სასამართლოს მენეჯერი -საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი ქეთევან თხელიძე.
სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას საამისოდ განკუთვნილ სპეციალურ დარბაზში და ა.შ.
201 5 წლის განმავლობაში ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 16 განცხადება . შემოსულ განაცხადთაგან 14 მოთხოვნა დაკმაყოფილდა. არ დაკმაყოფილდა 2 მოთხოვნა .
საკანონმდებლო აქტები, რომლებსაც დაეყრდნო საჯარო დაწესებულება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 44-ე მუხლები.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა.
მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურეების მიერ:
ნინო გელაშვილი – სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი; ქეთევან თხელიძე – სასამართლოს მენეჯერი -საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი – საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები.
საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი არ ყოფილა.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი –
კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები
განყოფილების უფროსი ნინო გელაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე“?
- დიახ, განცხადება „ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.12.2015.
- როდის იქნა მიღებული „ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე“?
- „ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე“ მიღებულია 08.12.2015. მიმღები ორგანო — ზესტაფონის რაიონული სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.12.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე“, №0, 08.12.2015 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3091576/