სსიპ “საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს“ 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს“ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლით განსაზღვრული ანგარიში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N1-1/1570 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-3 მუხლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ან უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს გენერალური დირექტორი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად მოგახსენებთ: 2013 წლის განმავლობაში სსიპ „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე შემოვიდა სულ 58 მოთხოვნა. აქედან, სააგენტომ გასცა სულ 53 საჯარო ინფორმაცია, 3 მოთხოვნაზე მიიღო უარის თქმის გადაწყვეტილება. აღნიშნული განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ სააგენტო არ ფლობდა მოთხოვნილ ინფორმაციას, ხოლო 2 მოთხოვნა გადაგზავნილ იქნა შესაბამის ადმინისტრაციულ ირგანოში, ვინაიდან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია სცდებოდა სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებს. აქვე აღვნიშნავ, რომ საჯარო ინფორმაციაზე უარის თქმის არც ერთი გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. ამასთან, სააგენტოს თანამშრომლების მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევა 2013 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 72-ე და 86-ე მუხლების შესაბამისად, სააგენტო აწარმოებს სტანდარტების, დაკანონებული გაზომვის საშუალებებისა და სახელმწიფო (ეროვნული) ეტალონების რეესტრებს და უზრუნველყოფს მათ საჯაროობას.
2013 წელს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)“მიერ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო დაჯილდოვდა 2012-2013 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის თანახმად, ყველაზე გამჭვირვალე საჯარო დაწესებულებების პირველ ოცეულში დასახელდა ჩვენი სააგენტო, ხოლო დაუყოვნებლივ გაცემული საჯარო ინფორმაციის თვალსაზრისით რეიტინგში სააგენტომ მე-2 ადგილი დაიკავა. აღნიშნულმა კვლევამ აჩვენა, რომ სააგენტოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე შემოსულ წერილებზე პასუხის გაცემის მაჩვენებელმა 100% შეადგინა.
გენერალური დირექტორი პ. შევარდნაძე