„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4722
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.05.001.002.829
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 18, 22/05/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №19, 2000 წელი, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

 

1.    მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

2.     

„ლ) პალიატიური მზრუნველობა – აქტიური, მრავალპროფილური მზრუნველობა, რომლის უპირველესი ამოცანაა ტკივილისა და სხვა პათოლოგიური სიმპტომების მოხსნა, ავადმყოფთა სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება, სულიერი თანადგომა. იგი ვრცელდება იმ პაციენტებზე, რომელთა დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება; ასეთი მზრუნველობით შესაძლებელია ავადმყოფებისა და მათი ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.“.

2. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს წინასწარ წერილობით გამოხატოს ნება (თანხმობა ან უარი) უგონო მდგომარეობაში აღმოჩენისას ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის დაკარგვისას მისთვის სარეანიმაციო, სიცოცხლის შემანარჩუნებელი ან პალიატიური მკურნალობის ან/და პალიატიური მზრუნველობის ჩატარების შესახებ, თუ მითითებული გარემოებები გამოწვეულია:

ა) განუკურნებელი დაავადების ტერმინალური სტადიით;

ბ) დაავადებით, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს მძიმე ინვალიდობას.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 8 მაისი.

№4722–Iს

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.05.2007.
როდის იქნა მიღებული „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე?
„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.05.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4722. სარეგისტრაციო კოდი — 470.230.000.05.001.002.829.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.05.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე, №4722, 08.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.05.001.002.829 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.05.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/21172/