სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის გავითარების სააგენტოს 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის გავითარების სააგენტოს
2013 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ 2013 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით(ინფორმაციის თავისუფლება) გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:
ა) სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში“ საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა სულ 23 (ოცდასამი) განცხადება. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში“ მოთხოვნა არ შემოსულა. სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“-ს მიერ მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებას ადგილი არ ჰქონია.
ბ) დაკმაყოფილდა 23 (ოცდასამი) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე. მოთხოვნაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ადგილი არ ჰქონია. სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ დირექტორის 2013 წლის 05 თებერვლის N10 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად დაინიშნა - იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტი თამარ მემანიშვილი.
გ) საჯარო მონაცემთა ბაზების, საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში“ არ შემოსულა.
დ) სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ თანამშრომელთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევას, შესაბამისად პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ადგილი არ ჰქონია.
ე) სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ან სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ადგილი არ ჰქონია.
ვ) სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ გადაწყვეტილების გასაჩივრებას ადგილი არ ჰქონია.
ზ) სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ მიერ საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა, შესაბამისად გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. აქედან გამომდინარე, არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ.
დირექტორი გიგა უმეკაშვილი