საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის2013წლის ანგარიში:
სსიპ- განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ წარმოდგენილი იქნა სულ 49განცხადება. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მოთხოვნა არ შემოსულა.
სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს რეესტრის წარმოების სამსახურის უფროსი - ნინო თოდუა, რომელმაც წარმოდგენილ ყველა გან აცხადზე განახორციელა რეაგირება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე შემოსული იყო42განცხადება. 40 განმცხადებელს მიეწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია. ერთი მოთხოვნის შემთხვევაში, განმცხადებელს, მისივე სურვილის შესაბამისად,მიეთითა ელექტრონული ვებ-გვერდის მისამართი, სადაც შესაძლებელი იყო ინფორმაციის მოძიება. ორი მოთხოვნის შემთხვევაში, კი განმცხადებლებს უარი ეთქვათ განცხადების დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან მოთხოვნილ ინფორმაციას სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა არ ფლობდა.
სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მი უღია.
რაც შეეხება პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემას, აღნიშნულის შესახებ სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში დაფიქსირდა 7 განცხადება, რომელთაგან 5 განცხადებაზე განმცხადებლებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უარი ეთქვათ ინფორმაციის გაცემაზე, ხოლო 2 განცხადება დაკმაყოფილდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-16 - მე-17 მუხლების შესაბამისად.
2013 წლის საანგარიშო პერიოდში სსიპ- განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სატელეფონო ცენტრის ოპერატორის მიერ დაფიქსირდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები ს დარღვევის ერთი ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მას გამოეცხადა შენიშვნა.
სსიპ- განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პერსონალური ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ეყრდნობოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
სსიპ- განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.
რაც შეეხება საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებულ ხარჯებს, 2013 წლისათვის საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებელი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადა ორმა განმცხადებელმა, სულ 8 ლარი და 10 თეთრის ოდენობით.
ლაშა ვერულავა
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის
უფროსი