თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

ა ნ გ ა რ ი შ ი

 

საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს ინფორმაციის

თავისუფლების შესახებ დებულების შესრულების თაობაზე

 

2013 წლის  09 დეკემბრის მდგომარეობით თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 63 განცხადება, აქედან 10 განცხადება შემოსულია საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე, ხოლო  53 განცხადება შემოსულია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის სახელზე.

 

  განცხადებები შემოსულია: 

 

1.      საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრიდან    - 2 განცხადება;                                                                                                                        

 

2.      საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან                                    - 2 განცხადება;

 

3.      საქართველოს რეფორმების ასოციაციიიდან (GRASS)                                       - 2 განცხადება;

 

4.      საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის

                    თელავის ბიუროდან                                                                                                - 4  განცხადება;

 

5.      არასამთავრობო ორგანიზაცია “ სამართლიანი არჩევნებისა და

     დემოკრატიის“–ს თელავის კოორდინატორიდან                                                 - 7 განცხადება;

 

6.      საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოდან                                            - 4 განცხადება;

 

7.      საინფორმაციო ცენტრების ქსელის ცენტრიდან                                                 - 10 განცხადება;

 

8.      სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან                - 1 განცხადება

 

9.      ტელეკომპანია „თანამგზავრი“-დან                                                                      - 1 განცხადება

 

10.   ტელეკომპანია „გურჯაანი“-დან                                                                            - 1 განცხადება

 

11.   შ.პ.ს.  „კახეთის ხმა“ -დან                                                                                        - 4  განცხადება

 

12.   გაზეთი „კახეთის ხმა“-დან                                                                                     - 2 განცხადება

 

13.   გაზეთი „ქართული სიტყვა“                                                                                   - 1 განცხადება

 

14.    მოქალაქეებიდან შემოსულია                                                                                - 22  განცხადება.

 

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით განცხადება მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში რეგისტრირებული არ არის.

შემოსულ მოთხოვნებზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ფაქტიც არ მომხდარა.

შემოსული 63 განცხადებიდან 61 განცხადებაზე გაიცა მოთხოვნილი ინფორმაცია. შესაბამისად მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე 8 გადაწყვეტილება მიღებულია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, 53 გადაწყვეტილება საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ, ხოლო 2 განცხადებაზე მიმდინარეობს ინფორმაციის დამუშავება, რომელიც მოითხოვს მნიშვნელოვანი მოცულობის დოკუმენტების მოძიებას. 

 

მოთხოვნილი ინფორმაციებიდან ძირითადად ითხოვდნენ:

 

-         თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცემულ ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;

-          საკრებულოს სხდომის ოქმებს;

-         საკრებულოს წევრების, კომისიების, ფრაქციების, თანამშრომელთა სრულ სიას თანამდებობის მიხედვით, საკონტაქტო ინფორმაციას;

-          საკრებულოში დასაქმებულ  თანამშრომელთა რაოდენობას, სახელფასო დანამატებისა და დარიცხული პრემიების ოდენობას; 

-         საკრებულოდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა სრულ ნუსხას, მათი სახელის, გვარის,  გათავისუფლების თარიღის და თანამდებობის მითითებით;

-         სამართლებრივ აქტებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ;

-         თელავის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის, კონკურსის გამოცხადების დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამდგენი აქტის ასლებს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით;

-         თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტურ თანამდებობის  დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთ ვინაობას;

-         თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის თაობაზე საკონკურსო საატესტაციო  კომისიის სხდომის ოქმებს;

-         თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირების შესახებ ინფორმაციას და მათთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ოდენობას.

 

2013 წლის განმავლობაში თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ  მიუღია.

საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს “ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნების დარღვევებისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმოებს საჯარო რეესტრის ჟურნალი. ჟურნალში საჯარო ინფორმაციას აღრიცხავს საკრებულოს აპარატის მოქალაქეთა მომსახურების და  საქმის წარმოების განყოფილება მისი მიღებისთანავე.

 

 

 

 თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

    საჯარო ინფორმაციის გაცემაზე

            პასუხისმგებელი პირი                                                  ტარიელ გალახვარიძე