საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2017 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციისა და ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ  18  მოთხოვნა, მათ შორის:

1.  მოქალაქის განცხადება –2.

2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  –3 წერილი.

3. „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ – 2 წერილი.

4.  „სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაცია“–  2 წერილი.

5. „რეგიონის განვითარების ცენტრი“ – 2 წერილი.

6. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ – 1 წერილი.

7. ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო“–  2 წერილი.

8. „მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი“ – 1 წერილი.

9. „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი“– 1 წერილი.

10. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ – 2 წერილი.

11. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან შემოსული 1 წერილი გადაგზავნილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში პასუხის გასაცემად.

მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობაა  17  (მათ შორის  1  შუალედური პასუხი). გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურე - საკრებულოს აპარატის უფროსი ილია სიფროშვილი.

მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. ასევე არ მიღებულა გადაწყვეტილება კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის თაობაზე.

არ მომხდარა საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და სხვისთვის გადაცემა.

საჯარო მოსამსახურეების მიერ არ განხორციელებულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევა და შესაბამისად პასუხისმგებელ პირს არ დაკისრებია დისციპლინური სახდელი.

საკრებულოს არ მიუღია უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. ასევე არ მომხდარა კოლეგიური სხდომის დახურვა.

საჯარო ინფორმაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ გადაწვეტილება არ არის მიღებული, შესაბამისად საკრებულოს არა აქვს მსგავსი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევა.

საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში არ   ყოფილა.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                    ოთარ ჩალათაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.12.2017.
როდის იქნა მიღებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში“?
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში“ მიღებულია 11.12.2017. მიმღები ორგანო — საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.12.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში“, №0, 11.12.2017 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3904140/