საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციისა და ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის ანგარიში

 

საჯარო ინფორმაციისა და ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

 

1. საკრებულოში შემოსულია საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ 21 მოთხოვნა, მათ შორის „საინფორმაციო ცენტრების ქსელიდან“ 4 განცხადება,  „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებიდან“ 9 განცხადება, „საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველოდან“ 2 განცხადება, ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიდან“ 2 განცხადება, ,,საჯარო სამსახურის ბიუროდან“ 3 განცხადება, 1 მოქალაქის განცხადება.  საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა არ შემოსულა. მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება  არ მიუღია. („სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებიდან“ შემოსული 1 განცხადება გადაგზავნილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმცხადებლისთვის პასუხის გასაცემად)

2. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მიღებული გადაწყვეტილებათა რაოდენობაა 21. (მათ შორის ერთი შუალედური პასუხი). გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურე – საკრებულოს აპარატის უფროსი ილია სიფროშვილი. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა; კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა.

3. არ მომხდარა საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების დამუშავების, შენახვის და სხვისთვის გადაცემა.

4. საჯარო მოსამსახურეების მიერ არ განხორციელებულა ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევა და შესაბამისად პასუხისმგებელ პირს არ დაკისრებია დისციპლინური სახდელი;

5. საკრებულოს არ მიუღია უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, ასევე არ მომხდარა კოლეგიური სხდომის დახურვა.

6. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, შესაბამისად საკრებულოს არ აქვს მსგავსი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევა.

7. საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან,   აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში არ ყოფილა.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                              ფ. ბურდული

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციისა და ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციისა და ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2014.
როდის იქნა მიღებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციისა და ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“?
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციისა და ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“ მიღებულია 10.12.2014. მიმღები ორგანო — საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციისა და ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციისა და ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“, №0, 10.12.2014 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2612070/