ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიშს საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიშს საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 24 (ოცდაოთხი) წერილობითი, 5 (ხუთი) ზეპირი მოთხოვნა.
მოქალაქეებიის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის თხოვნით შემოსული იქნა 8 (რვა) განცხადება, ხოლო სხვადასხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებიდან 21 (ოცდაერთი) მომართვა, რომელთა შორის იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები: ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „დემოკრატ მესხთა კავშირი“, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, „სამხრეთის კარიბჭე“, ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მხარეში ადამიანთა უფლებების დაცვა და რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება“.
გაცემულია ძირითადად შემდეგი სახის ინფორმაცია: ახალციხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შესახებ, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის შესახებ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის შესახებ, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ, ახალციხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ერთეულში მომუშავე თანამშრომელთა გენდერული ბალანსის შესახებ, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ოქმების ამონაწერი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებზე 2013 წელს პრემიების გაცემის შესახებ.
ასევე დაინტერესებული მოქალაქეების განცხადებების საფუძველზე შეგროვებული, დამუშავებული და გაცემული იქნა საკრებულოში არსებულ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიულ პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომის ოქმების ამონაწერები თანდართული დოკუმენტაციებით.
ყველა საჯარო ინფორმაცია გაცემულია კოდექსით დადგენილ ვადებში.
2013 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელების დადების შესახებ.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ არც ერთი გადაწყვეტილება არაა მიღებული. საკრებულოს სხდომა დახურულად არ გამოცხადებულა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი