სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
წლიური ანგარიში
სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლა სასწავლო–სააღმზრდელო პროცესს ახორციელებს
დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე. ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით ზოგადი განათლების შესახებ, საჯარო სკოლის წესდებით, №17 საჯარო სკოლის შინაგანაწესით, ეროვნული სასწავლო გეგმისა და სასკოლო სასწავლო გეგმის მიხედვით.
2012–2013 სასწავლო წელი №17 საჯარო სკოლაში დაიწყო 37 ფინანსური კლასით 1014 მოსწავლითდა 67 პედაგოგით.
2013 წლის 10 დეკემბრისათვის სკოლაში არის 37 ფინანსური კლასი, 1020 მოსწავლე და 66 პედაგოგი.
2012–2013 სასწავლო წელი დაასრულა და საშუალო განათლების ატესტატი მიიღო 40–მა მოსწავლემ, ამათგან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა განაგრძო 33 მოსწავლემ, მათ შორის 100%-იანი გრანტით დაფინანსდა ორი მოსწავლე 70%–50%–იანი გრანტით დაფინანსდა ორი მოსწავლე და 30%–იანი გრანტით 2 მოსწავლე.
სკოლის პედაგოგთა აბსოლუტური უმრავლესობა ფლობს სწავლისა და სწავლების თანამედროვე სტრატეგიებსა და მეთოდებს, ჩაბარებული აქვთ ინტეგრირებული გამოცდა ინგლისურ ენაში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. 34 პედაგოგს მოპოვებული აქვს, როგორც მასწავლებლის ასევე წარჩინებული პედაგოგის სერტიფიკატი მათ შორის ერთ პედაგოგს საუკეთესო პედაგოგის სტატუსი აქვს მინიჭებული. მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულია 16 მასწავლებელი, 3 პედაგოგს გავლილი აქვს ინკლუზიური განათლების ,,საზაფხულო სკოლა“ და მიღებული აქვს შესებამისი სერტიფიკატები. სკოლას ჰყავს ინკლუზიური განათლების კოორდინატორი,რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური მასწავლებლის პილოტირების პროგრამა. მიუხედავად მაღალი კვალიფიკაციისა მასწავლებლები გადიან ინტესიურ პროფესიულ გადამზადებას და ხშირად სტუმრობენ მასწავლებელის სახლს.
სკოლა თავის მოსწავლეებს თავაზობას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ და გაუთვალისწინებელ საგანმანათლებლო სააღმზრდელო მომსახურებას
· დაწყებითი საფეხურის I –IV კლასებში დაინერგა ეროვნული სასწავლო გეგმა.
· პირველი კლასიდან დაიწყო ბუქების გამოყენება, გაძლიერებული ინგლისური ენის სწავლებით.
· 2011–2012 სასწავლო წელს სკოლაში განხორციელდა საპილოტე პროგრამა დაწყებით კლასებში ,,ინგლისური ენა, სამოქალაქო განათლების გამოყენებით“. პროგრამა განხორციელდა ამერიკის
შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზაცია ,,USAID, PH International”-ის მიერ.
· პროგრამა ,,აინშტაინის“ ფარგლებში ამოქმედდა სასკოლო სამეცნიერო ლაბორატორია.
· სკოლაში ფუნქციონირებს ორი რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი, რომელშიც ეწყობა
სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები. სკოლას ჰყავს გამორჩეულად წარმატებული სპორტსმენები:
მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორები და საქართველოს ჩემპიონები თავისუფალ ჭიდაობასა და სამბოში. „სამბოში“ ჯაბა ქურდიანმა ქალაქ რიგაში მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული 55 კგ. წონით კატეგორიაში.
· 2011–2012 სასწავლო წლიდან სკოლა ჩართულია ინკლუზიური განათლების პროგრამაში, ყავს ინკლუზიური განათლების კოორდინატორი. პროგარმის ფარგლებში 2012 წლის მაისში ფედერაცია ,,Save the Сhilden“ მიერ გარემონტდა რესურს ოთახი სველი წერტილებით, მოეწყო პანდუსი, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით რესურს ოთახი აღიჭურვა ინვენტარით.
· 2013 წლის 17 იანვარს გაიმართა სტუდია „გუთანისფილმის „მიწის სჯულის“ ჩვენება.
· 2013 წლის 25 იანვარს მოეწყო შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორ მერაბ ბარათაშვილთან, რომელმაც მოსწავლეებს წარმოუდგინა პრეზენტაცია თემაზე „ჰუმუსის წარმოების შესაძლებლობები ადგილობრივ პირობებში“.
· 2013 წლის 5 თებერვალს სამოქალაქო კლუბის „ნიკეოსის“ ინიციატივით სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში დავით ხახალეიშვილი.
· 2013 წლის 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით მე-6, მე-10 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ გელათში.
· ისტორიის მასწავლებლის ხათუნა ჩხეტიანის ინიციატივით მოეწყო მიზნობრივი ექსკურსია „ექვთიმე თაყაიშვილის“ სახლ-მუზეუმში.
· 2013 წლის 19 თებერვალს სკოლაში იმყოფებოდა არასამთავრობო სექტორის დელეგაცია უკრაინიდან.
· 2013 წლის 15 თებერვლიდან 1 მარტამდე მიმდინარეობდა კითხვის წამახალისებელი კონკურსი მე-2, მე-3, მე-4 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით.
· 2013 წლის 4 მარტს სკოლაში იმყოფებოდა უკრაინელი მოხალისეები, რომლებიც სკოლის პედაგოგებთან ერთად ატარებდნენ გაკვეთილებს რუსულ ენაში, ინგლისურ ენაში და საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
· 2013 წლის 5 მარტს მე-6 კლასში ნარგიზა მებურიშვილის ინიციატივით ჩატარდა პრეზენტაცია პროექტის „ვკითხულობთ კლასიკოსებს“.
· 2013 წლის 5 მარტს სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა ფილმის „სტუმრად პატრიარქთან“ ჩვენება. მიზანი: მოსწავლეები გაცნობოდნენ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
· 2013 წლის 21-23 მარტს სტუმრად იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკის განათლების სისტემის დელეგაცია.
· 2013 წლის 11 აპრილს სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები ი.ცერცვაძე და ე.უდესიანი.
· 2013 წლის 12-18 აპრილს სკოლაში ჩატარდა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, კვირეულის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები. სტუმრად იმყოფებოდნენ უკრაინის ქალაქ სუმის საშუალო სკოლის დელეგაცია, დირექტორი, პედაგოგები და მოსწავლეები.
· 2013 წლის 1 მაისს ქუთაისის ამერიკული კუთხის გახსნის წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, აღნიშნულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და იუბილე მიულოცა აშშ-ს ელჩმა ბატონმა რიჩარდ ნორლანდმა.
· 2013 წლის 9 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა ფერეიდნელი ქართველი პროფესორი და ისტორიკოსი საიდ მულიანი ოჯახთან ერთად, შეხვედრა განხორციელდა სამოქალაქო კლუბის ინიციატივით.
· 2013 წლის 10 ნოემბერს მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მცხეთაში პროექტის „საბავშვო არქეოლოგია“ განხორციელებაში.
· 2013 წლის 14 ნოემბერს სკოლაში გაიმართა კითხვის კვირეული „ვისაუბროთ წიგნებზე“ შემაჯამებელი ღონისძიება.
· 2013 წლის 29 ნოემბერს სკოლაში ჩატარდა „მადლიერების დღისადმი“ მიძღვნილი ინგლისურენოვანი ღონისძიება ნათია გიორგიძისა და თინათინ ღავთაძის ხელმძღვანელობით.
· 2013 წლის 29 ნოემბერს სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა „ნარჩენების ინოვაციური მართვის“ პროექტის მონაწილეთა დელეგაცია რუმინეთიდან, სომხეთიდან და მოლდოვეთიდან.
· 2013 წელს საგრძნობლად გაუმჯობესდა სკოლის შიდა ინფრასტრუქტურა, გარემონტდა ძირითადი კორპუსის საკლასო ოთახები.
სკოლის ყოველდღიური სიახლეები თავსდება სკოლის ვებ–გვერდზე WWW.17SCHOOL.GE .