ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩის ,,ექვთიმე თაყაიშვილის“ - სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №14
2018 წლის 7 მარტი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩისათვის ,,ექვთიმე თაყაიშვილის“ სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მდებარე № 1 ქუჩას გადაერქვას სახელი და ეწოდოს „ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა“, თანდართული რუკის თანახმად.
2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. ოზურგეთი, ი. სიორიძის ქ. №14)
4. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია