გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო

რწმუნებული – გუბერნატორის ადმ ნისტრაციის

ა ნ გ ა რ ი შ ი

            2013 წლის განმავლობაში  გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა სულ 9 განცხადება, აქედან   8  განცხადება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იქნა განხილული  და  დაკმაყოფილებული, ხოლო ერთი განცხადება, რომელიც შემოვიდა 2013 წლის 9 დეკემბერს, არის  განხილვის პროცესში.

              საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში გადაწყვეტილება არ მიღებულა  და, შესაბამისად, შემდგომში არც  გასაჩივრებულა  ზემდგომ ინსტანციაში  ან  სასამართლოში.  ასევე, ჩვენს მიერ გაცემულ საჯარო ინფორმაციაში შესწორებისა და დამატების შეტანის მოთხოვნით არცერთი განცხადება არ შემოსულა.

            საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 36–ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის  სულხან სიბაშვილის   2012 წლის 04დ ე კ ემბრის №113 განკარგულებით, გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის –გუბერნატორის ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად დადგენილი იყო  სახელმწიფო რწმუნებული ს –გუბერნატორის ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან  ურთიერთობის სამსახურის უფროსი იოსებ ბაინდურაშ ვილი, ხოლო შემდეგ, სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის  ზურაბ ჩხეიძის  2013 წლის 01 სექტემბრის №90 განკარგულებით, გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად დადგენილი ა სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი კახა ტოლი აშ ვილი.

             გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის –გუბერნატორის ადმინისტრაციაში შ ექმნილია მონაცემთა ბაზა, სადაც დაცულია სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისადმინისტრაციაში შემოსული  და შექმნილი ინფორმაცია.

            საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის მოთხოვნათა შესაბამისად, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში დაცული საჯარო ინფორმაცი ა ღიაა და ხელმისაწვდომია ყველასთვის. ასევე, ამავე კანონის

 

 

          შესაბამისად, დაცულია პირად, კომერციულ და სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის  გაცემის მოთხოვნები.

            გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის  მუნიციპალიტეტებ შ ი სახელმწიფო რწმუნებულის –გუბერნატორის ადმინისტრაციის არც ერთი საჯარო მოსამსახურის მიერ არ მომხდარა  საქარ თ ველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა და რ ღვევა და შესაბამისად არ მიღებულა გადაწყვეტილება დისციპლინური  პასუხისმგებლობის ზომის ვინმესათვის დაკისრების შესახებ.

            სახელნწიფ ო  რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცი ა ს ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გამო გადაწყვეტილების გასაჩივრების არარსებობის გამო არანაირი ხარჯი არ ჰქონია.

             გორის, კასპის, ქარელისა და  ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის        ადმინისტრაცია       აქტიურად თანამშრომლობს      მასმედიისა     და     არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებთანაც პერიოდულად იმართება საჯარო შეხვედრები. ადმინისტრაციულ  შენობაში  ფუნქციონირებს  საინფორმაციო  დაფა, ასევე მოქმედებს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის ვებ–გვერდი www.Shidakartli.gov.ge, სადაც  სისტემატურად თავსდება ინფორმაცია სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის საქმიანობის შ ესახე ბ. ვებ–გვერდზე  განთავსებულია სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციი ს თანამშრომლების საკონტაქტო ინფორმაცია და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის  ადმინისტრაციის  წლიური ანგარიში„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის  სახელმწიფო ზედამხედველობის სფეროში კალენდარული წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ“. ასევე ვებ–გვერდი იძლევა საშუალებას კითხვა–პასუხის რეჟიმში ნებისმიერმა მსურველმა მიიღოს პასუხი მისთვის საინტერესო   შეკითხვაზე.