თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის
თავისუფლების შესახებ დებულებების შესრულების თაობაზე
2013 წლის განმავლობაში თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 98 განცხადება.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე შენიშვნა და შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა არ დაფიქსირებულა.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირია იურიდიული სამსახურის სპეციალისტი ლეილა გილაძე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისადმიმდინარე წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსული 92 მოთხოვნა იქნა დაკმაყოფილებული. მოქალაქე ნიკოლოზ სოსელიას ,მოქალაქე თინათინ ლეფსვერიძის, ,,კავკასუს ონლაინის“გენერალური დირექტორის ლევან ხუნდაძის, ,,საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დირექტორის სერგი კაპანაძის და ,,ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნების“ თავმჯდომარის ლევან გაბრიჩიძის და მოქალაქე ვასილ კევლიშვილის მოთხოვნები არ იქნა დაკმაყოფილებული იმ მოტოვით,რომ მოთხოვილი ინფორმაცია არ არის თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაცული.
დაკმაყოფილებული მოთხოვნებია:
1. ჟურნალისტ მარი აშუღაშვილის მოთხოვნა- სოფელ ფშავლისათვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხის შესახებ.
2. მოქალაქე კონსტანტინე მემანიშვილის მოთხოვნა -ინფორმაცია იმ საპროექტო ორგანიზაციების შესახებ,ვინც შეიმუშავა და განახორციელა ქ.თელავში სარეკონსტრუქციო სამუშაოები.
3. ჟურნალისტ მარი აშუღაშვილის მოთხოვნა-სოფელ ფშავლის და სოფელ ლეჩურისათვის სოფლის დახმარების პროგრამით გამოყოფილი თანხის ხარჯვის დეტალური ინფორმაცია.
4. პ/პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“-ს კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი მოსიაშვილი-ინფორმაცია 2013 წლის თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის,2012 წლის 1 დეკემბრიდან 1013 წლის 18 იანვრამდე გამგეობის მიერ განხორციელებული შესყიდვების და ამავე პერიოდში გამგეობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ.
5 . პ/პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“ -ს კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი მოსიაშვილისმოთხოვნა -გამგეობაში მომუშავე თანამდებობის პირების ავტობიოგრაფიების შესახებ.
6 . პ/პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“-ს კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის
თავმჯდომარე გიორგი მოსიაშვილის მოთხოვნა- 1012 წლის დეკემბრიდან 2013 წლის 28 იანვრამდე გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაცია.
7 . პ/პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“ -ს კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი მოსიაშვილის მოთხოვნა -მუნიციპალიტეტის გამგებლის ზურაბ ყურაშვილის პოლონეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია.
8 .საინფორმაციო ცენტრების ქსელის ხელმძღვანელის გელა მთივლიშვილის მოთხოვნა-2012 წლის 10 ოქტომბრიდან 2013 წლის 28 იანვრამდე თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დანიშნულ თანამდებობის პირთა,საკუთარი განცხადების საფუძველზე და ადმინისტრაციის მიერ განთავისუფლებულ პირთა შესახებ ინფორმაცია.
9 .ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელის მარეხ მგალობლიშვილის მოთხოვნა-1012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 30 ინვრამდე თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დანიშნულ და განთავისუფლებულ პირთა შესახებ ინფორმაცია.
10 .სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების თელავის კოორდინატორის ნინო პოპიაშვილის მოთხოვნა-2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 30 იანვრამდე განთავისუფლებულ პირთა შესახებ ინფორმაცია.
12 .ნატალია მეგუთნიშვილის მოთხოვნა-2013 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ.
13. მოქალაქე ნიკოლოზ ვარდოშვილის მოთხოვნა-2012 წლის 27 დეკემბერს აუქციონით გაყიდული, ვარდოშვილის ქუჩაზე მდებარე ობიექტების მეპატრონეების და ფასის შესახებ ინფორმაცია.
14. საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს აღმსრულებელი დირექტორი ეკა გიგაურის მოთხოვნა-ინფორმაცია 2012 წლის 20 ოქტომბრიდან 2013 წლის 22 თებერვლამდე გამგეობაში დანიშნულ პირთა შესახებ ინფორმაცია.
15. საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს აღმსრულებელი დირექტორი ეკა გიგაურის მოთხოვნა-ინფორმაცია 2012 წლის 20 ოქტომბრიდან 2013 წლის 22 თებერვლამდე გამგეობაში განთავისუფლებულ პირთა შესახებ ინფორმაცია.
16 . კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორის გელა მთივლიშვილის მოთხოვნა-2012 წლის 1 იანვრიდან 26 თებერვლამდე თანამშრომლებზე გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაცია.
17. მოქალაქე ნიკოლოზ ვარდოშვილის მოთხოვნა-ვარდოშვილის ქუჩაზე მდებარე ნაკვეთების გაყიდვის მიზნით ჩატარებული აუქციონის შესახებ ინფორმაცია.
18. ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“თელავის კოორდინატორის ნინო პოპიაშვილის მოთხოვნა-2013 წლის 1 თებერვლიდან 28 თებერვლამდე გამგეობიდან განთავისუფლებულ თანამშრომელთა შესახებ.
19 . გაზეთ ,,კახეთის ხმის“ჟურნალისტის ნიკოლოზ ესიტაშვილის მოთხოვნა-მოქალაქე თამილა უტიაშვილის საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებით.
20 . გაზეთ ,,კახეთის ხმის“ ჟურნალისტის ნიკოლოზ ესიტაშვილის მოთხოვნა-
ვარდოშვილის ქუჩაზე მდებარე ობიექტების დოკუმენტების ასლები.
21. გაზეთ ,,კახეთის ხმის“ ჟურნალისტის ნიკოლოზ ესიტაშვილის მოთხოვნა-ვარდოშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთების გასაყიდად ჩატარებული აუქციონის შესახებ ინფორმაცია.
22. მოქალაქე ვასილ კევლიშვილის მოთხოვნა-ინფორმაცია ა.ა.ი.პ.-ი ნ.სულხანიშვილის სახელობის თელავის N1 სამუსიკო სკოლის დირექტორის თანამდებობიდან ლ.ონიანის განთავისუფლების შესახებ.
23. მოქალაქე ვასილ კევლიშვილის მოთხოვნა-ინფორმაცია ლ.ონიანის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ.
24 . მოქალაქე ვასილ კევლიშვილის მოთხოვნა-ინფორმაცია ლ. ონიანის თანამდებობიდან განთავისუფლებს შესახებ.
25. საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორის გელა მთივლიშვლის მოთხოვნა-
2013 წლის 1 იანვრიდან 25 მარტამდე გამგეობაში დანიშნულ თანამდებობის პირებზე ინფორმაცია, ამავე პერიოდში საკუთარი განცხადებით და ხელმძღვანელობის მიერ განთავისუფლებული პირების შესახებ ინფორმაცია.
26. მოქალაქე სალომე მაისურაძის მოთხოვნა-2013 წლის ბიუჯეტი.
27. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი-ინფორმაცია თანამშრომლებზე გაცემული პრემიების,გამოცხადებული ტენდერების,შეძენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების, გამგეობიდან საკუთარი განცხადების და ხელმძღვანელობის მიერ განთავისუფლებული პირების შესახებ ინფორმაცია.
28 .ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი-ინფორმაცია დასაქმებულ თანამშრომლებზე,ხელმძღვანელობის მიერ განთავისუფლებულ, საკუთარი განცხადების საფუძველზე განთავისუფლებულ თანამშრომელთა შესახებ გენდერულ ჭრილში,ასევე ინფორმაცია უხელფასო და დაკრეტულ შვებულების შესახებ გენდერულ ჭრილში.
29 .ოქალაქე ნიკოლოზ ვარდოშვილის მოთხოვნა-ვარდოშვილის ქუჩაზე ჩატარებული აუქციონის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირებთან დადებული ხელშეკრულების ასლები.
30 .,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“თელავის კოორდინატორის ნინო პოპიაშვილის მოთხოვნა-2013 წლის 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით გამგეობიდან განთავისუფლებულ თანამშრომელთა სია.
31 .მოქალაქე გიორგი წიკლაურის მოთხოვნა-2013 წლის 28 თებერვლიდან 12 აპრილამდე დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია.
32 .მოქალაქე ნინო პოპიაშვილის მოთხოვნა- გამგეობაში ჩატარებული რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია.
33 . საინფორმაციო ცენტრების ქსელის კორესპოდენტი ნათია დანელიშვილი-ქ.თელავში,ვარდოშვილის ქუჩაზე ,ხევის პირას მიმდინარე მშენებლობასთან დაკავირებით გამგეობის მიერ გაცემული ნებართვების ასლები.
34 . მოქალაქე გიორგი შანყულაშვილის მოთხოვნა-2013 წლის 1 თებერვლიდან 22 აპრილის ჩათვლით თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების ასლები.
35 . მოქალაქე გიორგი შანყულაშვილის მოთხოვნა-,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“; ,,გ“; ,,ზ“; ,,კ“; ,,ლ“; და ,,მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი საჯარო დოკუმენტების ასლები.
36 . მოქალაქე გიორგი შანყულაშვილი-გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების შესახებ ინფორმაცია.
37 . საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძრვანელი მარეხი მგალობლიშვილის მოთხოვნა- გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში განხორციელებული რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია.
38 . საერთაშორისო გამჭვრვალობა საქართველო-მედია ანალიტიკოს მამუკა ანდღულაძის მოთხოვნა-ინფორმაცია თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საქართველოში მოქმედი რელიგიური კონფესიებისათვის ქონების გადაცემის შესახებ.
39 .საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელი მარეხი მგალობლიშვილი-2004 წლის 29 მაისს და 2009 წლის 22 აპრილს ჩატარებული აუქციონის მასალების ასლები.
40 . საინფორმაციო ცენტრების ქსელის ჟურნალისტი გელა მთივლშვილი-ინფორმაცია ა.ა.ი.პ. თელავის მუნიციპალიტეტის ,,უმწეოთა და უპოვართა სამსახურის“საქმიანობის შესახებ.
41. მოქალაქე თორნიკე გრიშკაშვილი-ინფორმაცია 2012 წლის ნოემბრის თვეში თელავის სამხედრო აღრიც ხვისა და გაწვევის სამსახურში მომუშავე თანამშრომელთა შესახებ.
42. მოქალაქე თორნიკე გრიშკაშვილი-თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშრომელთა მიღება -განთავისუფლების ბრძანების ასლები.
43 . ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“
თელავის ოფისის ხელმძღვანელი ნინო პოპიაშვილი-2013 წლის 1 აპრილიდნ 30 აპრილამდე გამგეობიდან განთავისუფლებულ თანამშრომელთა სია.
44 . ჟურნალისტი მარი აშუღაშვილი-ინფორმაცია გამგეობის თანამდებობის პირების
ხელფასების შესახებ.
45 .მოქალაქე თეიმურაზ აშიროვი-ინფორმაცია ქ. თელავში,ქეთევან წამებულის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის სესახებ.
46 . მოქალაქე თორნიკე გრიშკაშვილის მოთხოვნა-გამგეობის საშტატო ნუსხის ასლი.
47 . ტელეკომპანია ,,გორდას“ ჟურნალისტი სალომე გრძელიშვილი-გამგეობის თანამდებობის პირთა სახელფასო სარგოები.
48 . მოქალაქე ელიზავეტა სვიმონიშვილი-ინფორმაცია რეაბილიტაცისთან დაკავირებით.
49 . მოქალაქე ინგა ოთარაშვილი-ინფორმაცია ხეების მოჭრასთან დაკაშირებით.
50 . მოქალაქე ვასილ კევლიშვილის მოთხოვნა-თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების,სპორტის,ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ მასზე გაცემული წერილის ასლი.
51 . საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის მოთხოვნა-ინფორმაცია თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ნაყიდი და ნაჩუქარი ავტო-სატრანსპორტო საშუალებების შესახებ.
52 . ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ცენტრალური ადმინისტრაციის უფროსის ელენე ჯავახაძის მოთხოვნა-გამგეობაში მოქმედი დოკუმენტების სარეგისტრაციო ჟურნალისა და სამართლებრივი აქტების რეესტრის ასლები.
53. მოქალაქე თორნიკე გრიშკაშვილის მოთხოვნა-დავით ბადურაშვილის განთავისუფლების ბრძანების ასლი.
54. მოქალაქე ლალი გარჯაკაულის მოთხოვნა-სააკაძის ქუჩა N 7-ში მიმდინარე მშენებლობის პროექტის და მშენებლობის სანებართვო მოწმობის ასლები.
55. ადვოკატ ალექსი ტუსნიაშვილის მოთხოვნა-გამგეობის მიერ მოქალაქეებზე უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ბინების ორდერის ასლები.
56 . მოქალაქე თეიმურაზ აშიროვის მოთხოვნა-ქ.თელავში,ქეთევან წამებულის ქუჩაზე
მშენებარე ობიექტის ექსპლოატაციაში მიღების აქტის ასლი.
57. მოქალაქე თეიმურაზ აშიროვი-ინფორმაცია ქეთევან წამებულის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის შესახებ.
58. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელის მარეხი მგალობლიშვილის მოთხოვნა-ინფორმაცია 2013 წლის 1 მარტიდან 27 მაისის ჩათვლით გამგეობაში დანიშნულ და განთავისუფლებულ თანამშრომელთა შესახებ ინფორმაცია.
59. მოქალაქე თორნიკე გრიშკაშვილი-ინფორმაცია რეორგანიზაციასთან დაკავშირებით.
60. ტელეკომპანია ,,მეცხრე არხის“ჟურნალისტი კახაბერ კუპატაძე-2012 წლის 1 ოქტომბრიდან 07 ივნისამდე გამგეობის თანამშრომლებზე გაცემული პრემიების
შესახებ ინფორმაცია.
61 . ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ თელავის კოორდინატორი ნინო პოპიაშვილი-2013 ლის 1 მაისიდან 31 მაისამდე გამგეობიდან განთავისუფლებულ თანამშრომელთა შესახებ ინფორმაცია.
62. ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთასორისო საზოგადოების“
აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას მოთხოვნა-2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 15 მაისამდე გამგეობის თანამშრომლებზე გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაცია.
63. საინფორმაციო ცენტრების ქსელის ბიზნეს პროექტების ხელმძღვანელის პაატა ჩახვაშვილის მოთხოვნა-ტერიტორიულო ორგანოს რწმუნებულების და სპეციალისტების ვინაობა და საკონტაქტო მონაცემები.
64 . ტელეკომპანია ,,თანამგზავრის“ჟურნალისტის მარი აშუღაშვილის მოთხოვნა-გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ზურაბ ყურაშვილის ამერიკაში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია.
65. თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის დირექტორის ვ.ლაცაბიძის მოთხოვნა-ინფორმაცია 2012 წელს სამხატვრო სკოლის დაფინანსების შესახებ.
66 . ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის მოთხოვნა-ინფორმაცია ნაჩუქარი მანქანების შესახებ.
67. მოქალაქე მანანა ნატროშვილის მოთხოვნა-ქ.თელავში არსებული საბავშვო ბაღების შესახებ ინფორმაცია.
68. საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორის გელა მთივლიშვილის მოთხოვნა-2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 15 ივლისის ჩათვლით გამგეობაში მიღებულ და განთავისუფლებულ თანამშრომელთა შესახებ ინფორმაცია.
69 . საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორის გელა მთივლიშვილის მოთხოვნა-თელავის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოგასამართი სადგურის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია.
70 . მოქალაქე ვასილ კევლიშვილის მოთხოვნა-ინფორმაცია თელავის ქალთა კაპელის შესახებ.
71 . ადვოკატი ალექსი ტუსნიაშვილის მოთხოვნა-სამხედრო ქალაქში გაცემული ბინების შესახებ ინფორმაცია.
72. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის თელავის ბიუროს კოორდინატორის ლ.როსტომაშვილის მოთხოვნა- ინფორმაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტების შესახებ.
73. მოქალაქე ლელა ფარსადანიშვილის მოთხოვნა-გამგეობის მიერ შ.პ.ს. ,,G paradise-“ს სახელზე გაცემული მშენებლობის ნებართვების შესახებ ინფორმაცია.
74 . საქართველოს გარემოს დამცველის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი რობაქიძის მოთხოვნა-ტერიტორიული ორგანოების და საჯარო დაწესებულებების შესახებ ინფორმაცია.
75. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელის მარეხი მგალობლიშვილის მოთხოვნა-2013 წლის აგვისტოში შვებულებაში გასული თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია.
76. ,,საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) დირექტორის სერგი კაპანაძის მოთხოვნა-ინფორმაცია გამგეობის მიერ შეძენილი მანქანების შესახებ.
77. ,,საქართველოს რეფორმების ასოციაციის“(GRASS) დირექტორის სერგი კაპანაძის მოთხოვნა-ინფორმაცია გამგეობაში დასაქმებულ თანამშრომელთა შესახებ.
78. მოქალაქე ვასილ კევლიშვილის მოთხოვნა-მის შესახებ შემოსული განცხადების შესახებ ინფორმაცია.
79. მოქალაქე ვასილ კევლიშვილის მოთხოვნა-ინფორმაცია გამგეობის შინაგანაწესის შესახებ.
80. შ.პ.ს. ,,პროფესიონალის“დირექტორის ალექსანდრე მარიამულის მოთხოვნა თელავის მუნიციპალიტეტის ფინანსური ანგარიშგებების შესახებ.
81. მოქალაქე ნინო ესიტაშვილის მოთხოვნა-ქ.თელავში,რუსთაველის გამზირ N78-ში და N76 -ში მიმდინარე მშენებლობის შესახებ ინფორმაცია.
82. მოქალაქე თორნიკე გრიშკაშვილის მოთხოვნა-მის მიერ გამგეობაში შემოტანილი განცხადებების და მასზე გაცემული პასუხების ასლები.
83. მოქალაქე ვასილ კევლიშვილის მოთხოვნა-მუნიციპალიტეტის გამგეობის შინაგანაწესი.
84 . მოქალაქე ზურაბ როსტომაშვილის მოთხოვნა-ინფორმაცია ქ.თელავში,ნადიკვრის ქ. N21-ში მდებარე კომერციული ობიექტის ექსპლოატაციაში მიღების შესახებ.
85. მოქალაქე გიორგი მოსიაშვილის მოთხოვნა-2012 წელს ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია.
86 . თელავის ნ.სულხანიშვილის სახ.სამუსიკო სკოლის დირექტორის მ. ავალიშვილის მოთხოვნა-ინფორმაცია 2007-2008 წლების სუბსიდიის სახით დაფინანსების შესახებ.
87. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძრვანელის მარეხი მგალობლიშვილის მოთხოვნა-2013 წლის ოქტომბერში შვებულებაში გასულ თანამშრომელთა შესახებ ინფორმაცია.
88. ტ/კომპანია ,,თანამგზავრის“ ჟურნალისტი მარი აშუღაშვილის მოთხოვნა-ინფორმაცია სოფელ ფშაველში მიმდინარე წყლის რეაბილიტაციის შესახებ.
89 . მოქალაქე მარო თამარაშვილის მოთხოვნა-ინფორმაცია ლუბა ლეჟავასათვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფის შესახებ.
90. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის მოთხოვნა-დასაქმებულ თანამშრომელთა საშტატო ნუსხა და სექტემბერ-ოქტომბერში შვებულებაში გასულ თანამშრომელთა შესახებ ინფორმაცია.
91. მოქალაქე ვერა ქოჩიშვილის მოთხოვნა-ინფორმაცია სოფელ ჯუღაანში მიმდინარე წყლის რეაბილიტაციის სამუშაოების შესახებ.
92. მოქალაქე მარიამ ძამუნაშვილის მოთხოვნა-ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ რეგიონალურ განვითარებაზე თანხების გახარჯვის რაოდენობის შესახებ.